ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტროფულუსი – (Strophulus; სინ.: ბავშვთა ქრონიკული ჭინჭრის ციება) ალერგიული დერმატოზი, რომელიც აღინიშნება ბავშვთა ასაკში. ავადდებიან უპირატესად ბავშვები 3 თვიდან 3 წლამდე ასაკში. დაავადების დროს კანზე, უპირატესად კიდურების გამშლელ ზედაპირზე, ტანზე, იშვიათად სახეზე, თავის თმიან ნაწილზე ჩნდება ბებერები, რომლის ცენტრში აღინიშნება შეხებით მაგარი სეროპაპულა, დიამეტრით 2 – 3
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რუსტიცკის დაავადება – მიელომური დაავადება, მრავლობითი მიელომა, პლაზმურუჯრედოვანი პარაპროტეინემიული რეტიკულოზი, პლაზმოციტომა, ავთვისებიანი სიმსივნური დაავადება. გვხვდება 40 წელს გადაცილებული ასაკის ორივე სქესის წარმომადგენლებში. დამახასიათებელია ოსალგია, ძვლების პათოლოგიური მოტეხილობა, ნორმოქრომული მიკროციტული ანემია, ერთმანეთზე დაწყობილი მონეტების მსგავსი ერითროციტების წყობა – სხვადასხვა პროცენტული ოდენობით, პლაზმური უჯრედების არსებობა პერიფერიულ სისხლში, მაღალი ედს,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კანის ლეიშმანიოზი – ეტიოლოგია. დაავადების გამომწვევია ლეიშმანიას განსაკუთრებული სახეობა (Leishmania tropica) – პარაზიტი, რომელიც მიეკუთვნება შოლტოსანთა კლასს. ეპიდემიოლოგია. განასხვავებენ სამხრეთ ლეიშმანიოზის ორ სახეობას: 1) ნაადრევად დაწყლულებადი (სოფლის ტიპის ლეიშმანიოზი) უფრო მოკლე ინკუბაციური პერიოდით და 2) გვიან დაწყლულებადი (ქალაქის ტიპის ლეიშმანიოზი) შედარებით ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდით. სოფლის ტიპის ლეიშმანიოზის
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბრტყელი ჭიები – (Plathelminthes), პარაზიტი ან თავისუფლად მცხოვრები უხერხემლო ცხოველების ტიპი. სიგრძე 0,1 მმ – დან რამდენიმე მ აღწევს. სხეული ფოთლის ან ლენტისმაგვარია. ორგანოებს შორის არსებული შუალედები ამოვსებულია პარენქიმით, რის გამოც მათ პარენქიმულ ჭიებს უწოდებენ. ბრტყელი ჭიებს სხეულის ღრუ არა აქვთ, არც სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის ორგანოები