Tag Archives: მომატებისა

ყბისახლო აბსცესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბისახლო აბსცესი – ჩირქოვანი ანთება დაშლის შემოსაზღვრული კერის წარმოქმნით ყბა – სახის მიდამოს ქსოვილებში. ეტიოლოგია. შერეული ფლორა, ძირითადად სტრეპტო – და სტაფილოკოკები. ინფექციის წყაროა ანთების მწვერვალახლო და პერიკორნეალური კერები და პაროდონტული ჯიბეები. პათოგენეზი დაკავშირებულია მიმდებარე რბილ ქსოვილებში ინფექციის გავრცელებასთან ლიმფური ან ვენური დინებით ან ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციით.

Read More

ტინელის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტინელის სიმპტომი – (J.  Tinel,  ფრან.  ნევროპათოლოგი)1, თავის ტკივილის გაძლიერება კისრის ვენებზე ზეწოლისას ან თავის უკან გადაწევის დროს; ნიშანია ქალაშიდა წნევის მომატებისა; 2. პარესთეზია ჩხვლეტის შეგრძნების სახით, პერკუსის ადგილის დისტალურად, რომელიც ტარდება დაზიანებული ნერვის საპროექციო არეში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

როზე – ნაილენის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როზე – ნაილენის სიმპტომი – (Е. Rose,  გერმ.  ქირურგი; Nylin)ნისტაგმის წარმოქმნა თავის წინ დახრისას; ნიშანია ქალაშიდა წნევის მომატებისა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა