Tag Archives: ნეკნების

ქონდროსარკომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქონდროსარკომა – ავთისებიანი ხრტილოვანი სიმსივნე. ხშირად ზიანდება მენჯის, მხრის სარტყლის, ნეკნების, ბარძაყისა და მხრის ძვლები. კლინიკურად ვლინდება ტკივილითა და შეშუპებით, რომელიც ზოგჯერ აღწევს საკმაოდ დიდ ზომებს. თავისი მაღალი ავთვისებიანი ხარისხით მოგვაგონებს ოსტეოგენურ სარკომას.  მკურნალობა ქირურგიულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქონდრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქონდრიტი – ხორხის, ნეკნების, გარეთა ყურის, ხრტილების ანთება, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ფლორით და ვითარდება ჰემატოგენურად, ან ძვლების ხრტილების ანთება, მიმდინარე ოსტეომიელიტით.. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტიტცეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტიტცეს სინდრომი – ზედა ნეკნების ხრტილოვანი ნაწილის დეგენერაციულ – ანთებითი დაავადება ცალ მხარეზე, მათი მკვრივი მტკივნერული შეშუპებით. კლინიკურად აღინიშნება ტკივილები გულმკერდის წინა ნაწილში, რომელიც ძლიერდება ღრმა სუნთქვისას, ხველის, სხეულის მობრუნებისას. დროთა განმავლობაში ვითარდება ნეკნის წინა ძვლოვანი ნაწილის გამსხვილება, რაც ვლინდება რენტგენოლოგიურად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო

Read More

რენტგენოკიმოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რენტგენოკიმოგრაფია – ორგანოს მოძრაობის რეგისტრაციის შესწავლა მისი რენტგენოგრაფიით. ამისათვის ახდენენ რენტგენოგრაფიას ერთ ფირფიტაზე ორგანოს მოძრაობის სხვადასხვა ფაზაში; რენტგენოკიმოგრაფიით იკვლევენ ძირითადად დიაფრაგმის და ნეკნების მოძრაობას, გულის და მუცლის ღრუს მაგისტრალური სისხლძარღვების პულსაციას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პორაკ – დურანტეს დაავადება, ანუ სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პორაკ – დურანტეს დაავადება, ანუ სინდრომი – არასრულყოფილი თანდაყოლილი ოსტეოგენეზი, ძვლების მტვრევადობის თანდაყოლილი ავთვისებიანი ფორმა. გადაცემის ტიპი ავტოსომურ – რეცესიული. ნიშნები: კიდურთა ძვლებისა და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობები დაბადებისთანავე, კიდურები მოკლე და დეფორმული, სახე მცირე, ყიფლიბანდების მოგვიანებით გაძვალება, ცისფერი სკლერები, ცუდი სმენა, ჯუჯისებრისიმაღლე, სისხლში კალციუმისა და ფოსფორის შემცველობა

Read More