Tag Archives: ნეკნთა

ბანტის ნიშანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბანტის ნიშანი – (G. Banti, იტალ. პათოლოგი) გულის მოყრუების ზედა საზღვრის გადანაცვლება ზევით III – II ნეკნთაშუა არეში; ნიშანია პერიკარდიტის დროს ექსუდატის რაოდენობის გაზრდისა. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

არაქნოდაქტილია

არაქნოდაქტილია – (arachnodactylia; ბერძ. Arachne ობობა + daktylos თითი; სინ.: დოლიქოსტენომელია, აკრომაკრია, ჰიპერქონდროპლაზია) კლინიკური სინდრომი, რომელსაც საფუძვლად უდევს შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურისა და ფუნქციის მემკვიდრეობითი დაზიანება; ვლინდება ძვლოვანი სისტემის ანომალიებით. არაქნოდაქტილიისათვის დამახასიათებელია გრძელი, თხელი თითები, თითისტარისებრი ფორმის გულმკერდი, ნეკნთაშუა არეები ფართოა, ნეკნის ხრტილები მსხვილი და რბილია; დაავადება საკმაოდ იშვიათად გვხვდება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი

Read More