ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქონდრისკაცობა (ნანიზმი) – კლინიკური სინდრომი, რომელიც ხასიათდება ზედმეტად დაბალი სიმაღლით, სქესობრივ და ასაკობრივ ნორმასთან შედარებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქონდრიოსფერო – (chondriosphaera ბერძნ.chondros – მარცვალი და sphaira – სფერო) ზოგიერთი უჯრედის ციტოპლაზმაში მიტოქონდრიების სფეროსებრი კომპლექსი, რომელიც შედგება გარეთა ქრომოფილური ნივთიერებით გარშემოკრული შიგა სუსტად შეფერვადი (ქრომოფობური) ნივთიერებისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტაქიბოტრიოტოქსიკოზი – სოკოვანი ინტოქსიკაცია, რომელიც მიმდინარეობს კეთილთვისებიანად რინიტის, კატარალური ანგინისა და ზედაპირული ტოქსიდერმიის მოვლენებით. პათოლოგიური პროცესის განვითარება განპირობებულია სოკოს ტოქსიური ნივთიერებით – სტაქიბოტრიოტოქსინით, რომელსაც გააჩნია ადგილობრივი და ზოგადი მოქმედება. დაავადება ადამიანებში ვლინდება დერმატიტის, კატარალური ანგინის, რინიტისა და კონიუნქტივიტის სახით. კანის დაზიანება აღინიშნება კანზე, იღლიისქვეშა და მუხლქვეშა არეში,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინოვიური ცისტა კანის – კეთილთვისებიანი ცისტა, რომელიც ვითარდება კანის შემაერთებელი ქსოვილის ლორწოვანი დისტროფიის შედეგად. გვხვდება იშვიათად, უპირატესად ქალებში 40 წლის ასაკის ზემოთ; ცისტა ამოვსებულია ლორწოვანი ნივთიერებით. კანის სინოვიური ცისტა ლოკალიზებულია მტევნის თითების ზურგისა და გვერდითი ზედაპირების კანზე. როგორც წესი, წარმოიქმნება 1 – 2 ცისტა, რომელიც წარმოადგენს ნახევრადგამჭირვალე,