Tag Archives: ნიშნის

ცანგემეისტერის ტრიადა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცანგემეისტერის ტრიადა – (W. Zangemeister, გერმ. გინეკოლოგი) ორსულთა ნეფროპათიის სამი ნიშნის შერწყმა: არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპებები და პროტეინურია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სუპრესია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სუპრესია – (ლათ. Suppressio დათრგუნვა)მუტაციის შედეგად წარმოქმნილი ნიშნის დათრუნვა, ანუ მუტანტის წინა ფენოტიპის აღდგენა მუტაციების ურთიერთქმედების შედეგად, რომლის შედეგადაც ერთი მუტაცია მთლიანად, ან ნაწილობრივ თრგუნავს მეორის ფენოტიპურ გამოვლინებას გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სინდრომი შარდისმიერი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინდრომი შარდისმიერი – ცვლილება შარდში, რომელიც ხასიათდება უმნიშვნელო – დღე – ღამეში 3,5 გ – ზე ნაკლები პროტეინურიით და (ან) ერითროციტურიით, ლეიკოციტურიით, შესაძლებელია პრევალირება, ან ერთ – ერთი ნიშნის არსებობა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რეტარდაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტარდაცია – (ლათ.retardatio  –  შენელება, შეჩერება)   ნიშნავს­ განვითარების შენელებას ან ამა თუ იმ ნიშნის უფრო გვიან განვითარებას წინაპრების ფორმებთან შედარებით. (მაგ., ძუძუმწოვრებში სასქესო ორგანოების უფრო მოგვიანებით ჩანერგვა, ადამიანში სიბრძნის კბილების უფრო გვიან ჩანერგვა და სხვ.). რეტარდაცია ჰეტეროქრონიის ერთ – ერთი ფორმაა. იხ. აქცელერაცია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე.

Read More

რეკაპიტულაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეკაპიტულაცია – 1. (recapitulatio ლათ. recapitulatio  –  გამეორება)   განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომი ცხოველების ემბრიონული განვითარების ამა თუ იმ ნიშნის გამეორება, არეკლვა უმაღლეს ორგანიზმში. რეკაპიტულაციის პროცესების საფუძველზე შესაძლებელია აირეკლოს, განმეორდეს ონტოგენეზში ფილოგენეზის ძირითადი ეტაპები. ადამიანის ემბრიოგენეზის რეკაპიტულაციის მაგალითებია ჩონჩხის სამი ფორმის შეცვლა  –  ქორდა, ხრტილოვანი ჩონჩხი, ძვლოვანი ჩონჩხი;

Read More