Tag Archives: ორგანოებისა

ფუნქციური დიაგნოსტიკა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფუნქციური დიაგნოსტიკა – (ლათ. Functio შესრულება) დიაგნოსტიკის ნაწილი, რომელიც დამყარებულია ავადმყოფთა კვლევის ინსტრუმენტული და ლაბორატორული მეთოდების გამოყენებაზე, ორგანიზმის სხვადსხვა სისტემების, ორგანოებისა და ქსოვილების ფუნქციური მდგომარეობის ობიექტური შეფასებისათვის მისი მოსვენებით მდგომარეობისას და დატვირთვის დროს, ასევე მკურნალობის შედეგად ორგანიზმში მიმდინარე ფუნქციური ცვლილებების დინამიკაზე დასაკვირვებლად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

ფსიქოსომატური დარღვევები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქოსომატური დარღვევები  – (ფსიქოლოგია) (ბერ. psyche – სული და soma – სხეული) შინაგანი ორგანოებისა და სისტემების ფუნქციის დარღვევები, რომელთა წარმოქმნა და განვითარება დაკავშირებულია ნერვულ – ფსიქიკურ ფაქტორებთან, მწვავე ან ქრონიკული ფსიქოლოგიური ტრავმის გადატანასთან, პიროვნების ემოციური რეაგირების სპეციფიურ თავისებურებებთან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More

ფარბერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარბერის სინდრომი – (S.  Farber;  სინ.: თანდაყოლილი დისემინირებული ლიმფოგრანულომატოზი)მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია ლიპიდების და მუკოპოლისაქარიდების  ცვლის მოშლით, შინაგანი ორგანოებისა და ნერვული სისტემის ქსოვილებში ატიპური მუკოპოლისაქარიდულ – ლიპოპროტეიდული კომპლექსების ჩალაგებით; იწყება ადრეული ბავშვობის ასაკში და ხასიათდება სუნთქვის გაძნელებით, კონტრაქტურებით, ჰეპატომეგალიით, ჩონჩხის დეფორმაციით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო

Read More

ტრანსპლანტანტის მოცილების რეაქცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრანსპლანტანტის მოცილების რეაქცია – რეციპიენტის ორგანიზმის იმუნური პასუხი გენეტიკურად სხვა ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვაზე. მიეკუთვნება ე. წ. ტრანსპლანტაციური იმუნიტეტის  რეაქციებს, რომლებიც მიმდინარეობენ მით უფრო ძლიერად, რაც უფრო მეტადაა გამოხატული გენეტიკური განსხვავება დონორსა და რეციპიენტს შორის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტოპოგრაფიული ანატომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტოპოგრაფიული ანატომია – ანატომიის გამოყენებითი დარგი, რომელიც შეისწავლის ორგანიზმის ორგანოებისა და სისტემების ურთიერთგანლაგების ნორმასა და პათოლოგიას ასაკობრივი, სქესობრივი და კონსტიტუციური თავისებურებების გათვალისწინებით. ტოპოგრაფიული ანატომიის მონაცემების საფუძველზე ტარდება რაციონალური ოპერაციები სხვადასხვა ორგანოებზე. სსრკ – ში ტოპოგრაფიული ანატომია ოპერაციულ ქირურგიასთან ერთად დამოუკიდებელი სამედ. დისციპლინა და სწავლების საგანია. ნორმალური ანატ.

Read More