Tag Archives: ორგანოიდი

ცენტროსომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცენტროსომა – (centrosoma ლათ. centrum – ცენტრი და ბერძნ. soma, somatos – სხეული) უჯრედის ორგანოიდი, რომელსაც ეწოდება უჯრედის ცენტრი . იგი შედგება ერთი, ან უფრო ხშირად, ორი ცენტრალური სხეულაკისაგან – ცენტრიოლებისაგან , რომელთაც გარს ეკვრის ნათელი ციტოპლაზმა – ცენტროსფერო . ტერმინს „ცენტროსომა“, რომელიც შემოიღო ბოვერიმ (1888), საკმაოდ

Read More

ქონდრიომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქონდრიომი – (chondriomus ბერძნ.chondros  –  მარცვალი)   უჯრედის ორგანოიდი, რომელიც წარმოდგენილია ციტოპლაზმაში არსებუ­ლი მიტოქონდრიების , ანუ ქონდრიოსომების მთელი ერთობლიობით. ეს განმაზოგადებელი ტერმინი შემოიღო (1908) მევესმა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

უჯრედის ცენტრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედის ცენტრი – (centrum cellulae იხ.სინ.ცენტროსომა) უჯრედის ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოიდი – მისი კინეტიკური ცენტრი. იგი შედგება ერთი ან ორი თვითრედუპლიცირებადი წარმონაქმნის, ე.წ.ცენტრიოლისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ცენტროდესმოზით და გარშემო შემორტყმულია ნათელი ციტოპლაზმით (ცენტროსფეროთი). თუ ცენტროსფეროში რადიალურად მიმართული ციტოპლაზმური ძაფებია, მას ასტროსფეროს უწოდებენ. ზოგჯერ ყველა აღნიშნულ ტერმინს:

Read More

პლასტოსომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლასტოსომები – (plastosoma ბერძნ.plastos – გამოძერწილი და soma, somatos – სხეული) მოძველებული ტერმინი, რომელსაც წინათ ხმარობდნენ მიტოქონდრიების აღსანიშნავად. მიტოქონდრიებს პლასტოსომები უწოდეს იმ დაუმტკიცებელი მონაცემების საფუძველზე, რომელთა მიხედვით ეს ორგანოიდი უშუალოდ მონაწილეობს მორფოგენეტიკურ პროცესებში მისი გარდაქმნით, მაგალითად, მიო – ან ნეიროფიბრილებად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და

Read More

ენდოპლაზმური ბადე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ენდოპლაზმური ბადე – (rete endoplasmicum) უჯრედის ორგანოიდი, რომელიც წარმოდგენილია a – და b – ციტომემბრანებით შემოსაზღვრული სუბმიკროსკოპული არხების, მილაკების, მომრგ­ვალო ან მოგრძო ბუშტუკებისა და გაბრტყელებული პარკების განტოტ­ვილი სისტემით. არჩევენ ორი ტიპის ენდოპლაზმურ ბადეს: 1. გრანუ­ლურ ანუ მქისე ენდოპლაზმურ ბადეს, რომელიც შედგება ფ – ციტო­მემბრანებისა, ანუ პარავეზიკულური მემბრანებისაგან

Read More