Tag Archives: ორგანოსა

ჰურლერ – პფაუნდლერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰურლერ – პფაუნდლერის სინდრომი – გარგოილიზმი, ლიპოქონდროდისტროფია. მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის მიზეზია ქსოვილთა უჯრედების უუნარობა მოახდინონ მაღალმოლეკულური წონის ნივტიერების (მუკოპოლისაქარიდები) მეტაბოლიზმი. გადაცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. კლინიკა: თავის არასწორი ფორმა, ჩავარდნილი ცხვირის ძვალი, ფართო ნესტოები, სქელი ტუჩები, ყურის ბიბილოების დეფორმაცია, რაც მოგვაგონებს, მახინჯ – გარგოლის სახეს, კანის გასქელება,

Read More

ტენიიდოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტენიიდოზი – ადამიანისა და ცხოველის ჰელმინთოზი, რომელიც აერთიანებს ორ დაავადებას  –  ტენიოზს და ტენიარინქოზს. ტენიოზის გამომწვევია ღორის ლენტურა (Taenia solium), რომლის სიგრძე 2 მ აღწევს, შედგება თავის, კისრისა და პროგლოტიდებისაგან. ლენტურას მატლები  –  ცისტიცერკები (ფინები) პარაზიტობენ ღორის კუნთებსა და სხვა ქსოვილებში. ადამიანი ავადდება ღორის ფინებიანი, თერმულად ცუდად

Read More

სტრომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტრომა – (ბერძნ. stroma  –  საფენი, საგებელი) (ბიოლ.), 1. ადამიანისა და ცხოველთა ორგანოების (ჯირკვლების, საკვერცხის, ელენთის, ლიმფური კვანძების და მისთ.) ქსოვილური ელემენტები (უმეტესად  –  შემაერთებელი ქსოვილის) ბოჭკოების წნულების ერთობლიობა, რ – იც სხვა უჯრედებს უკავშირებს ერთმანეთს და საყრდენს უქმნის მათ; ზოგჯერ სტრომა ჰქვია თვით უჯრედში არსებულ ბადისებრ

Read More

ლიმფანგიომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიმფანგიომა – lymphangioma (ლიმფა. ბერძნ. angeion –  ძარღვი, და …ომა), ლიმფური ძარღვებიდან წარმოქმნილი სიმსივნე. შეიძლება განვითარდეს სხეულის ყველა ნაწილში, ორგანოსა და ქსოვილში; უფრო ხშირად ჩნდება კისრის მიდამოში, კანში, კანქვეშა უჯრედისში, რეტროპერიტონეულ სივრცეში, უფრო იშვიათად – ღვიძლში, თირკმლებში, ელენთაში. ლიმფანგიომა სხვადასხვა ზომის რბილი სიმსივნეა, რომელიც თითქოს ქრება თითის

Read More

ექინოკოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ექინოკოკი – (Echinococcus granulosus), ცხოველი თასმისებური ჭიების კლასისა. სქესმწიფე ექინოკოკის სიგრძეა 2 – 8 მმ . თავზე ორი წყება კაუჭებით შეიარაღებული ხორთუმი აქვს. სხეული შედგება 3 – 4 პროგლოტიდისაგან. ლარვას ბუშტის ფორმა აქვს და ამოვსებულია შუამავალი მასპინძლეს სისხლიდან გამოყოფილი სითხით. ექინოკოკი სქესმწიფე სტადიის დროს პარაზიტობს მტაცებლების (ძაღლი,

Read More