Tag Archives: პარკუჭოვანი

ჰიპერტენზიული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერტენზიული სინდრომი – სიმპტომთკოპლექსი, რომელიც განპირობებულია ქალაშიდა წნევის სტაბილური ან პროგრესირებადი მომატებით; მის განვითარებას განაპირობებს სიმსივნეები, აბსცესები, თავის ტვინის პარაზიტული დაავადებები, ქალა – ტვინის ტრავმული დაზიანებები, თავის ტვინის სხვადასხვა ეტიოლოგიის შეშუპებები, ასევე დაავადებები, რომლებიც იწვევენ თავის ტვინის პარკუჭოვანი სისტემიდან სითხის გამოდინების დარღვევას, ან მის პროდუქციასა და რეზორბციას

Read More

წინაგულ – პარკუჭოვანი კვანძი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წინაგულ – პარკუჭოვანი კვანძი – გულის გამტარი სისტემის უჯრედთა წნული კვანძის სახით; გადასცემს აგზნებას სინუსურ – წინაგულოვანი კვანძიდან წინაგულ – პარკუჭოვან კონაზე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შეგუბებული ფილტვები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეგუბებული ფილტვები – (pulmones  congestivi)მარცხენაპარკუჭოვანი ან მარცხენაწინაგულოვანი უკმარისობის კლინიკური სინდრომი, რომელსაც საფუძვლად უდევს ფილტვების ვენური სისხლძარღვების სისხლით გადავსება; ხასიათდება ქოშინით, უპირატესად ფილტვების ქვედა უკანა ნაწილებში, ხშირად სისხლიანი ხველით ან ფილტვიდან სისხლდენით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქრომაფინომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომაფინომა – 1. (chromaffinoma) კატექოლამინპროდუცირებადი სიმსივნე, რომელიც ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერებიდან ან თირკმელზედა ჯირკვლის გარე ქრომაფინული ქსოვილიდან. ქრომაფინომები შედგებიან ქრომაფინური უჯრედებისაგან რომლებიც ახდენენ კატექოლამინების სეკრეციას – ადრენალინის, ნორადრენალინის და დოფამინის. დაავადების საწყისი ნიშნები არასპეციფიკურია; ავადმყოფები უჩივიან სისუსტეს, ტაქიკარდიას, თავის ტკივილებს, თვბრუსხვევას, ემოციურ არამდგრადობას, ოფლიანობას, მადის დაქვეითებას,

Read More

ფრანცელის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრანცელის სიმპტომი – (Frantzel) დიასტოლური შუილი გულის მწვერვალზე, რომელიც იწყება გულის მეორე ტონიდან, დიასტოლის შუაში თანდათანობით სუსტდება (ან ქრება), მაგრამ შემდეგ კვლავ ძლიერდება და ერწყმის გულის მომდევნო ციკლის პირველ ტონს; ნიშანია მარცხენა წინაგულ – პარკუჭოვანი ხვრელის სტენოზისა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და

Read More