Tag Archives: პირულ

ფილტვის სულფაქტანტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვის სულფაქტანტი – ფოსფოლიპიდური ბუნების ნივთიერება, რომელიც არეგულირებს ფილტვების ალვეოლათა ლორწოვანი შრის ზედაპირულ დაჭიმულობას, აფერხებს მათ სრულად ჩაფუშვას ამოსუნთქვისას გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სოლუბილიზაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სოლუბილიზაცია – (ლათ. Solubilis ხსნადი)უხსნადი ან ნაკლებადხსნადი ნაერთების გადასვლა ხსნად მდგომარეობაში ზედაპირულ – აქტიური ნივთიერებების ზემოქმედებით, რომელიც დამატებულია გამხსნელში დაბალი კონცენტრაციით. მაგ. საკვების ლიპიდების გადასვლა ხსნად მდგომარეობაში ნაღვლის მჟავების ზემოქმედებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

საკვერცხის პრიმორდიული ფოლიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საკვერცხის პრიმორდიული ფოლიკული – (folliculus ovaricus primordialis)  სასქესო ზონრებიდან წარმოქმნილი წვრილი ფო­ლიკული. ლოკალიზდება საკვერცხის ქერქოვანი ნივთიერების ზედაპირულ ნაწილში. შედგება პირველადი ოოციტისაგან, რომელიც გარშემოვლებულია ფოლიკულურ უჯრედთა ერთი შრით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

დიპლობაცილური კონიუნქტივიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიპლობაცილური კონიუნქტივიტი – (თვალის დაავ.) ეტიოლოგია. გამომწვევი – მორაკს – აქსელფელდის გრამდადებითი დიპლობაცილები. სიმპტომები. ძლიერი ქავილი, თვალის გარეთა და შიგნითა კუთხეებში ქუთუთოების კანის შეწითლება, მაცერაცია და ნახეთქები. ქუთუთოების კონიუნქტივა, განსაკუთრებით თვალის ნაპრალის კუთხეებში, ჰიპერემიულია; გაფაშრებული; გამონადენი უმნიშვნელოა, ბლანტი. ზოგჯერ რქოვანას ზედაპირულ შრეებში წარმოიქმნებიან ინფილტრატები. არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში

Read More

გაურქოვანებელი ბრტყელი მრავალშრიანი ეპითელიუმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაურქოვანებელი ბრტყელი მრავალშრიანი ეპითელიუმი – (epithelium stratificatum squamosum noncornificatum planum ბერძნ.epi – ზევით, thele – დვრილი; ლათ.stratum – შრე, squama – ქიცვი, ქერცლი, non – არა და cornea – რქოვანა ) თვალის რქოვანას, პირის ღრუსა და საყლაპავის ეპითელიუმი, შეიცავს 7 – 15 უჯრედთა შრეს, რომლებიც ქმნიან ბაზალურ

Read More