Tag Archives: რაოდენობით

ცხიმოვანი უჯრედები (ლიპოციტები)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხიმოვანი უჯრედები (ლიპოციტები) – (cellulae adiposae / lipocyti – adipocyti / ) – ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები, რომელთა ციტოპლაზმა შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმის მარაგს. ჩვეულებრივ, ამ უჯრედებში ცხიმოვანი ჩანართები ქმნის ერთ დიდ წვეთს, გარშემოკრულს ციტოპლაზმის ვიწრო ფერსოთი, რომელშიც პერიფერიაზე გადაადგილებული ჩხირისებრი ბირთვია (ერთწვეთიანი ადიპოციტი – adipocytus uniguttularis).

Read More

ცხვირის წითელი მარცვლოვნება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხვირის წითელი მარცვლოვნება – (granulosis rubra nasi) იშვიათი ქრონიკული დაავადება, რომელიც ვლინდება ცხვირის კანზე წითელი ფერის კვანძების არსებობით. დაავადება გვხვდება ძირითადად ბავშვებსა და მოზარდებში; მოზრდილებში აღწერილია ერთეული შემთხვევები. ცხვირის გაწითლებულ კანზე, განსაკუთრებით მის წვერზე და ფრთებზე, ზოგჯერ კი ლოყებზე და ზედა ტუჩზე გაფანტულია მეტ – ნაკლები რაოდენობით

Read More