Tag Archives: საზღვრ

ეპიდერმოდერმიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპიდერმოდერმიტი – ანთებითი პროცესი, რომელიც მოიცავს ერთდროულად დერმასა და ეპიდერმისს. ხშირია სტრეპტოკოკური, რომელიც ლოკალიზდება კიდურების კანზე, ქალებში – ძუძუს დვრილებზე და სარძევე ჯირკვლების ქვეშ. დამახასიათებელია დაზიანების ცალმხრივობა, კერის მკვეთრი საზღვრები, ტიპიური სტრეპტოკოკური ფლიქტენები მის ზედაპირზე და კერის მახლობლად. ხშირად აღინიშნება ძლიერი ქავილი. მკურნალობა: ანტიბიოტიკები, ადგილობრივად ანტისეპტიკური საშუალებები.

Read More

გლოსიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გლოსიტი – ენის ქსოვილების კატარული ან ჩირქოვანი ანთება. ამ ტერმინით აღნიშნავენ ასევე სიმპტომურ ცვლილებებს (პერნიციოზული ანემია, ავიტამინოზები, ზოგიერთი დერმატოზი, მწვავე ინფექციები) და მისი აგებულების ანომალიებს (რომბისებური, ნაოჭებიანი ენა და ა. შ.). ეტიოლოგია. ადგილობრივად გამაღიზიანებელი ფაქტორები, ძვლით ჩხვლეტა და სხვა ტრავმები. სიმპტომები, მიმდინარეობა. კატარული გლოსიტის დროს აღინიშნება ენაზე

Read More