Tag Archives: სანაღვლე

ამპელოთერაპია

ამპელოთერაპია – ყურძნით ან ყურძნის წვენით ანემიის, ღვიძლის ქრონიკული დაავადებების, სანაღვლე გზების, თირკმელებისა და სხვ. დაავადებების მკურნალობა. ტარდება დიეტოთერაპიასთან და კლიმატოთერაპიასთან ერთად. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

აბსცესი ღვიძლის ასკარიდული

აბსცესი ღვიძლის ასკარიდული – (abscessus hepatis ascaridosus) ღვიძლის ქოლანგიტური აბსცესი, რომელიც ვითარდება საერთო სანაღვლე სადინრის ან ღვიძლის სადინრების ბაქტერიული ინფიცირების შედეგად, მათში ასკარიდების შეღწევისა და დაღუპვის დროს.