Tag Archives: სასუნთქი სისტემის დაავადებები

სარკოიდოზი

სარკოიდოზი არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე სარკოიდოზი (sarcoidosis) – უცნობი ეტიოლოგიის სისტემური დავადება, რომელიც ხასიათდება ქსოვილებში გრანულომების წარმოქმნით. გრანულომები ერთგვაროვანი, მრგვალი და მკაფიოდ შემოფარგლულია გარემომცველი ქსოვილებიდან. განსხვავებით ტუბერკულოზური ხორკლისაგან მათში არ არის კაზეოზური ნეკროზი. სარკოიდოზი გვხვდება უპირატესად ახალგაზრდა და საშუალო ასაკში, რამდენადმე უფრო ხშირად ქალებში. ზიანდება პრაქტიკულად ყველა ორგანო, უმთავრესად ლიმფური კვანძები, ფილტვები, ღვიძლი, ელენთა, იშვიათად თირკმელები,

Read More

პნევმოსკლეროზი

პნევმოსკლეროზი პნევმოსკლეროზი – (ბერძნ. pneomon – ფილტვები და სკლეროზი), სხვადასხვა დაავადების შედეგად ფილტვებში შემაერთებელი ქსოვილის ზრდა. პნევმოსკლეროზის განვითარების მიზეზებია პნევმონია, ქრონ. ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, გრიპი, ტუბერკულოზი, პნევმოკონიოზი, კოლაგენური დაავადებანი, გულის უკმარისობა, ბავშვთა  ინფექციები (წითელა, ყივანახველა), ტრავმული და სხივური დაზიანება და სხვ. ხშირად პნევმოსკლეროზს საფუძვლად უდევს ბრონქოპულმონალური სისტემის ალერგიული რეაქცია. პნევმოსკლეროზის დროს ფილტვები მკვრივი კონსისტენციისაა, ელასტიკური

Read More

პნევმოკონიოზები

პნევმოკონიოზები (pneumoconiosis) – ფილტვების პროფესიონალური დაავადება, რომელიც განპირობებულია მტვრის ხანგრძლივი შესუნთქვით და ხასიათდება დიფუზური ინტერსიტიციალური ფიბროზის განვითარებით; მიმდინარეობს ნელა, ქრონიკულად, პროგრესირებისაკენ ტენდენციით, რაც ხშირად იწვევს შრომისუნარიანობის დაკარგვას. განასხვავებენ პნევმოკონიოზების შემდეგ სახეებს: სილიკოზი და სილიკატოზები, მეტალოკონიოზები, კარბოკონიოზები, პნევმოკონიოზები შერეული მტვრით გამოწვეული, ორგანული მტვრით გამოწვეული პნევმოკონიოზები. პნევმოკონიოზები – სილიკოზი წარმოადგენს ყველაზე უფრო გავრცელებულ და მძიმედ მიმდინარე პნევმოკონიოზს;

Read More

პლევრიტი

პლევრიტი pleuritis პლევრიტი (pleuritis) – პლევრის ანთება მის ზედაპირზე ფიბრინული ნადების წარმოქმნით ან ღრუში ექსუდაციით. ყოველთვის მეორადია და წარმოადგენს მრავალი დაავადების სინდრომს ან გართულებას, მაგრამ გარკვეულ პერიოდში შესაძლოა წინ წამოიწიოს კლინიკურ სურათში, ძირითადი დაავადების შენიღბვით. პლევრიტი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ინფექციური პლევრიტების წარმოქმნა განპირობებულია სპეციფიკური და არასპეციფიკური ინფექციის გამომწვევების ზემოქმედებით; გამომწვევები აღწევენ პლევრაში კონტაქტურად, ლიმფოგენურად, ჰემატოგენურად,

Read More

ფილტვების კანდიდოზი

ფილტვების კანდიდოზი – ბრონქებისა და ფილტვების დაზიანება, გამოწვეული Candida სახეობის საფუარისებრი სოკოებით. ფილტვების კანდიდოზი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. Candida სოკოები წარმოადგენენ საპროფიტებს, რომლებიც ბინადრობენ ადამიანის კანსა და ლორწოვან გარსებზე, ახდენენ პათოგენურ ზემოქმედებას ორგანიზმის იმუნობიოლოგიური დაცვის შესუსტების დროს (ქრონიკული დაავადებები, ავიტამინოზები, ანტიბიოტიკების, იმუნოდეპრესანტების ხანგრძლივი მიღება). ფილტვების კანდიდოზი წარმოადგენს მეორად დაავადებას, განვითარებულს ბაქტერიული და ვირუსული ინფექცების, ტუბერკულოზის, ჩირქოვანი

Read More