Tag Archives: საშოში

უკანა ხვრელის ატრეზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უკანა ხვრელის ატრეზია – არადროული დიაგნოსტირების დროს შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავთა დაბალი გაუვალობა. უკანა ხვრელის ატრეზია ხშირად კომბინირებულია სწორი ნაწლავის ატრეზიასთან ან აგენეზიასთან. სწორი ნაწლავის ატრეზია, როგორც წესი, ვლინდება სხვადასხვა ფისტულების სახით. გოგონებში ფისტულები იხსნება საშოში ან მის კარიბჭეში. ბიჭუნებში გვხვდება რექტოშორისული, რექტოურეთრალური, რექტოვეზიკულური ფისტულები. ანორექტალური მანკები შემთხვევათა

Read More

საქალწულე აპკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საქალწულე აპკი – (hymen) ანატომიური წარმონაქმნი, რომელიც მდებარეობს საშოს კარიბჭესა და ღრუს  შორის, ხურავს საშოში შესავალ ხვრელს; განასხვავებენ რგოლისებრ, ნახევარმთვარისებრ, უხვრელო, დაკბილულ და სხვა ფორმის საქალწულე აპკს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სამედიცინო სანთლები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სამედიცინო სანთლები – სუპოზიტორიუმი, დოზირებული მკვრივი სამკურნალო ფორმა, რომელიც შეჰყავთ სწორ ნაწლავში ან საშოში. მზადდება სამკურნალო ნივთიერებების, კაკაოს ზეთის ან მისი შემცვლელებისაგან. ადვილად ლღვება სხეულის ტემპერატურაზე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პელვიოპერიტონიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პელვიოპერიტონიტი – (გინეკ.) მცირე მენჯის პერიტონეუმის ანთება. სიმპტომები, მიმდინარეობა. ხასიათდება მკვეთრი ტკივილებით მუცლის არეში, გულისრევით, ღებინებით, მუცლის შებერილობით, განავლის და აირების შეკავებით, ტემპერატურის მომატებით, მაჯისცემის გახშირებით. ენა მშრალია, დაფარულია თეთრი ნადებით. მუცლის პალპაციისას ვლინდება მუცლის წინა კედლის კუნთების დაჭიმულობა მის ქვედა ნაწილში, შოტკინ – ბლუმბერგის დადებითი სიმპტომი.

Read More

კოლპეირიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კოლპეირიზი – (colpeurysis; ბერძ. Kolpos ქალის უბე, საშო + euryno გაფართოება) გინეკოლოგიური ოპერაცია, რომელიც ტარდება სანაყოფო წყლების ნაადრევი დაღვრისა და ნაყოფის წვრილი ნაწილების გამოვარდნის თავიდან ასაცილებლად, საშოში კოლპეირინტერის შეყვანით, რაც აღაგზნებს და აძლიერებს საშვილოსნოს შეკუშვებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა

Read More