Tag Archives: სითხე

ბარიერული ფუნქცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბარიერული ფუნქცია – ორგანიზმის უნარი დაიცვას საკუთარი შინაგანი გარემო (სისხლი, ლიმფა, ქსოვილოვანი სითხე), გარემოს ზემოქმედებისაგან, ასევე შეინარჩუნოს მისი შედარებითი მუდმივობა – ჰომეოსტაზი. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

არაქიდონის მჟავა

არაქიდონის მჟავა – CH3(CH2) 4 – (CH=CHCH2) 4(CH2) 2COOH, უფერო სითხე, ასევე ლინოლენის და ლინოლის მჟავები – შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ცხოველქმედებისათვის (ვიტამინი F); ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში ხვდება საკვებთან ერთად, მცენარეული ზეთებისა და ცხოველური ცხიმების სახით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი