Tag Archives: სისტემიდან

ჰიპერტენზიული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერტენზიული სინდრომი – სიმპტომთკოპლექსი, რომელიც განპირობებულია ქალაშიდა წნევის სტაბილური ან პროგრესირებადი მომატებით; მის განვითარებას განაპირობებს სიმსივნეები, აბსცესები, თავის ტვინის პარაზიტული დაავადებები, ქალა – ტვინის ტრავმული დაზიანებები, თავის ტვინის სხვადასხვა ეტიოლოგიის შეშუპებები, ასევე დაავადებები, რომლებიც იწვევენ თავის ტვინის პარკუჭოვანი სისტემიდან სითხის გამოდინების დარღვევას, ან მის პროდუქციასა და რეზორბციას

Read More

ფილტვის სეკვესტრაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვის სეკვესტრაცია – 1. (ლათ. Sequestratio განცალკევება, გამოცალკევება) განვითარების მანკი, რომლის დროსაც ფილტვის ქსოვილის უბანი ვითარდება ფილტვის ბრონქული სისტემიდან იზოლირებულად  და მისი სისხლით მომარაგება ხდება აბერანტული  სისხლძარღვით, რომელიც გამოდის აორტიდან. 2.  განვითარების თანდაყოლილი მანკი – ბრონქიალური სისტემიდან იზოლირებული ფილტვის უბანი, რომლის სისხლმომარაგებას ახდეს აორტიდან გამომავალი დამატებითი სისხლძარღვი.

Read More

სისხლის გამოშვება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლის გამოშვება – (missio sanguinis)სამკურნალო მიზნით გარკვეული რაოდენობის სისხლის გამოშვება  სისხლის მიმოქცევის სისტემიდან ვენოპუნქციით ან ვენოსექციით, ზოგჯერ არტერიის პუნქციის მეთოდით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა