Tag Archives: სიცოცხლისათვის

ქორიოენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორიოენცეფალიტი – 1. (სინ.: ფსიქოსენსორული ენცეფალიტი)  ლიმფოციტარული ქორიომენინგიტის იშვიათი ფორმა, რომელიც ვლინდება მენინგოენცეფალიტის სიმპტომებით. გამომწვევია ლიმფოციტარული ქორიომენინგიტის ვირუსი. დაავადება იწყება მწვავედ, თავის ტკივილით, ტემპერატურის მომატებით, სისუსტით, ზოგჯერ აღინიშნება ხველა, სურდო; ცალკეულ ავადმყოფებს უკვე ამ პერიოდში აღენიშნებათ ჰალუცინაციები, ძილის დარღვევა, წყურვილის გაძლიერება. რამდენიმე დღის შემდეგ ავადმყოფთა მდგომარეობა უმჯობესდება,

Read More

ფსიქიკური შოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქიკური შოკი – რეაქტიული ფსიქოზი, რომელიც წარმოიქმნება სიცოცხლისათვის საშიში გარემოებების და სიტუაციების უეცრად წარმოქმნისას, რომელიც იწვევს შიშის მკვეთრი ეფექტის წარმოქმნას. ვლინდება მწვავე ფსიქოგენური სტუპორის  ფორმით, სრული უმოძრაობითა და მუტიზმით, ან ქაოსური, უაზრო მოძრაობითი აგზნებით. ორივე ფორმა მიმდინარეობს გონების დაბინდვით, ვეგეტატიური დარღვევებით (ტაქიკარდია, კანის საფარველის სიფერმკრთალე, პროფუზული ოფლიანობა

Read More

უეცარი სიკვდილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უეცარი სიკვდილი – არაძალადობრივი სიკვდილი, რომელიც უეცრად დგება პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანში, ან ადამიანში რომელიც დაავადებულია სიცოცხლისათვის არასაშიში დაავადებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტრუელ – ჟიუნეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრუელ – ჟიუნეს სინდრომი  – (N. A. Troell, შვედი ექიმი; R. M. Junet, შვეიცარელი თერაპევტი)კლინიკური სინდრომი, რომელიც ხასიათდება აკრომეგალიით, ტოქსიკური ჩიყვით (ჩვეულებრივ კვანძოვანი), თავის ქალას თაღის ძვლების დიფუზური ჰიპეროსტოზით და ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლით. ავადყოფები უჩივიან თავის ტკივილს, უპირატესად კეფის მიდამოში, სახის ფორმის ცვლილებას, ცხვირის, წარბზედა რკალების, ყურების,

Read More

პეჯეტ – შრეტერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პეჯეტ – შრეტერის სინდრომი – (J. Paget, ინგ. ქირურგი და პათოლოგი; L. Schroetter, ავსტრ. ოტორინოლარინგოლოგი; სინ.: ტრავმული ვენოსპაზმი) ლავიწქვეშა ვენის თრომბოზი, რომელიც უკავშირდება მის ტრავმირებას ნეკნ – ლავიწის შუალედის არეში. სინდრომი საჭიროა განვასხვავოთ ლავიწქვეშა და იღლიის ქვეშა ვენების სხვა გენეზის თრომბოზებისაგან; სინდრომის ყველაზე ადრეული და ხშირი სიმპტომია

Read More