Tag Archives: ტერიული

ჩერნოგუბოვის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩერნოგუბოვის დაავადება – ქვემწვავე სეპტიკური ენდოკარდიტი, ბაქტერიული ქვემწვავე ენდოკარდიტი, გახანგრძლივებული სეპტიკური ენდიკარდიტი, სეფსისის ფორმა გამოწვეული მომწვანო სტრეპტოკოკით. დამახასიათებელია მეჭეჭოვან  –  წყლულოვანი ენდოკარდიტის განვითარება, ძირითადად აორტის სარქველზე, გახანგრძლივებული, მძიმე მიმდინარეობა, სხვადასხვა ორგანოებში ემბოლიებისა და ინფარქტების განვითარება, კეროვანი გლომერულონეფრიტი, სპლენომეგალია, პროგრესირბადი ანემია. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო

Read More

ქოთაო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოთაო – ინფექციური დაავადება ბაქტერიული ზოონოზების ჯგუფიდან, რომლებიც ორგანიზმში ხვდებიან დაზიანებული კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან; მიმდინარეობს სპეციფიკური გრანულომების წარმოქმნით, დაზიანებული ქსოვილების ნეკროზითა და დაჩირქებით, ასევე ინტოქსიკაციის მოვლენებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფილტვების კანდიდოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვების კანდიდოზი – ბრონქებისა და ფილტვების დაზიანება, გამოწვეული Candida სახეობის საფუარისებრი სოკოებით. ეტიოლოგია, პათოგენეზი. Candida  სოკოები წარმოადგენენ საპროფიტებს, რომლებიც ბინადრობენ ადამიანის კანზე და ლორწოვან გარსებზე, ახდენენ პათოგენურ ზემოქმედებას ორგანიზმის იმუნობიოლოგიური დაცვის შესუსტების დროს (ქრონიკული დაავადებები, ავიტამინოზები, ანტიბიოტიკების, იმუნოდეპრესანტების ხანგრძლივი მიღება). ფილტვების კანდიდოზი წარმოადგენს მეორად დაავადებას, განვითარებულს ბაქტერიული

Read More

ურეტერიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ურეტერიტი – შარდსაწვეთის ანთება. ხშირად წარმოადგენს გართულებას თირკმელების ან შარდის ბუშტის ანთებისა, აღინიშნება აგრეთვე აპენდიკულარული აბსცესის, პროსტატიტის დროს. კლინიკურად ხასიათდება შარდის გამტარობის დარღვევით შარდსაწვეთში (ტკივილების წელის არეში). მკურნალობა – ანტიბაქტერიული თერაპია, რიგ შემთხვევებში – ოპერაციული მკურნალობა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტოქსინები

ტოქსინები – ბაქტერიული, ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის ნორმალური ფუნქციების დარღვევას. ტოქსინებს, სხვა შხამებისაგან განსხვავებით, ახასიათებთ იმუნური აქტივობა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი