ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰოლმსის ტრემორი – დაბალსიხშირიანი ტრემორი, რომელიც ვლინდება მშვიდ მდგომარეობაში, მაგრამ მნიშვნელოვანდ ძლიერდება მოძრაობის დროს და პიკს აღწევს მიზნის მიღწევისას. აღინიშნება შუამდებარე ტვინის, იშვიათად – თალამუსის დაზიანების დროს. გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოფიზის ქრომოფობური ენდოკრინოციტი – (endocrinocytus chromophobus / hypophysis / ბერძნ.endon – შიგნით, crinein გამოყოფა, philia – სიყვარული და hypophysis – ტვინის დანამატი) სხვადასხვა დონის დიფერენცირების სტადიაზე მყოფი ჰიპოფიზის ადენოციტები, რომელთა ციტოპლაზმა სუსტად იღებება ჰისტოლოგიურ პრეპარატზე და არ შეიცავს სეკრეციულ გრანულებს; შეიძლება განვითარდეს ბაზოფილურ და აციდოფილურ უჯრედებად. (ც.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოფიზის ქრომოფილური ენდოკრინოციტი – (endocrinocytus chromophilus hypophysis / adenocytus / ბერძნ.endon – შიგნით, crinein გამოყოფა, chroma – ფერი, philia – სიყვარული და hypophysis – ტვინის დანამატი) – ჰიპოფიზის წინა წილის უჯრედები, რომელთა სეკრეციული გრანულები ინტენსიურად იღებებიან. ჰისტოლოგიურ პრეპარატზე ისინი ბაზოფილური და აციდოფილურია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის,
ჰიპოფიზი – (hipophysis, glandulapituitaria; სინ.: თავის ტვინის დანამატი) შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი; მდებარეობს ჰიპოთალამუსის ქვეშ, თურქულ კეხზე. წარმოადგენს ენდოკრინული სისტემის რეგულაციის ძირითად რგოლს. შედგება წარმოშობით და ფუნქციურად განსხვავებული 2 წილისაგან. გამოიმუშავებს რიგ პეპტიდურ ჰორმონებს, რომლებიც არეგულირებენ ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციას გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოტენზიული სინდრომი – (ბერძ. Hypo+ ლათ. tensio დაძაბულობა) კლინიკური ნიშნების შერწყმა, რომლებიც ასახავენ ქალაშიდა წნევის მყარ დაქვეითებას. განსაკუთრებით ხშირი მიზეზი ჰიპოტენზული სინდრომის განვითარებისა არის ქალა – ტვინის ტრავმა და ლიკვორეა. დამახასიათებელი სიმპტომებია: მოჭერითი ხასიათის თავის ტკივილი, რომელიც ძლიერდება მჯდომარე მდგომარეობაში, თავის აწევისას და მცირდება თავის დაშვებისას, ასევე