Tag Archives: ტრიადა

კილიანის ტრიადა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კილიანის ტრიადა – (G. Killian, გერმ. ოტორინოლარინგოლოგი) სამი სიმპტომის შერწყმა საყლაპავში უცხო სხეულის არსებობისას: ტკივილის გაძლიერება ყლაპვის დროს, კისრის გარეთა საფარველის ინფილტრაცია, სხეულის ტემპერატურის მომატება, შემცივნება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

კარტაგენერის ტრიადა

კარტაგენერის ტრიადა – (M. Kartagener შვეიცარელი თერაპევტი; სინ.: კარტაგენერის სინდრომი) განვითარების თანდაყოლილი, მემკვიდრულ – ოჯახური ხასიათის, კობინირებული მანკი, რომელიც ხასიათდება სამი სიმპტომით: ბრონქოექტაზია, შინაგანი ორგანოების სრული ან ნაწილობრივი უკუმდებარეობა და ცხვირის ლორწოვანის პოლიპოზი. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი