Tag Archives: ტუჩი

ქვედა ტუჩის ნახეთქი

ქვედა ტუჩის ნახეთქი
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

ქვედა ტუჩის ნახეთქი – ქრონიკული დაავადება, რომელმაც შეიძლება დააავადოს როგორც ქალები, ასევე მამაკაცები. დაავადების განვითარება არაა დაკავშირებული ასაკთან. ნახეთქის განვითარება უპირატესად ქვედა ტუჩზე განპირობებულია მისი ანატომიური თავისებურებიდან გამომდიანარე და მისი გამუდმებული დაზიანებით. გარედან ტუჩის მუდმივი გაღზიანებისგან ჩნდება წვრილი ნახეთქი, რომელიც ტუჩს ყოფს ორ ნაწილად. ზოგიერთ შემთხვევაში ნახეთქი იმდენად დიდდება, რომ შესაძლოა მიაღწიოს ლორწოვან გარსამდე, თუმცა არასოდეს არ აზიანებს კანს ტუჩის გარშემო.

Read More

არიბოფლავინოზი

განმარტებითი ლექსიკონი არიბოფლავინოზი – სიმპტომების რიგი,რომელიც ვითარდება ადამიანის ორგანიზმში რიბოფლავინის (В2 ვიტამინის) დეფიციტის დროს.მათ მიეკუთვნება ენის და ტუჩების ანთება და პირის კუთხეებში მტკივნეული წყლულები.

ტუჩის კანის ნაწილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტუჩის კანის ნაწილი – (pars cutanea labii ლათ.cutis  –  კანი, labium  –  ტუჩი)   კანით დაფარული ტუჩის გარეთა ნაწილი, კანისთვის დამახასიათებელი მორფოლოგიური ნიშნებით. შედგება: ეპიდერმისის, დერმის, ქონის, ოფლის ჯირკვლებისა და თმებისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

მგლის ხახა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მგლის ხახა – 1. იხმარება ბრჭყალებში ”მგლის ხახა” (palatum schisum – გახლეჩილი სასა, სასის ნაპრალი) სასის განვითარების მანკი. იგი ხშირად კომბინირებულია გახლეჩილ ტუჩთან ე.წ.„კურდღლის ტუჩთან“ (schistochilia – გახლეჩილი ტუჩი) – ზედა ტუჩის შეუხორცებლობასთან (განვითარების მანკი). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

კალმანის სინდრომი

კალმანის სინდრომი – ჰიპოჰონადოტროპული ჰიპოგონადიზმის შერწყმა ანოსმიასთან. ნიშნები: სასქესო ორგანოთა განუვითარებლობა, კრიპტორქიზმი (ცალმხრივი ან ორმხრივი), დაქვეითებული თმიანობა, ქოსა სახე. ავადმყოფს დაკარგული აქვს ყნოსვის შეგრძნება, ვერ არჩევს სუნს, არა აქვს პოლუცია, ერექცია იშვიათია, სათესლე ჯირკვალი ჰიპოპლაზიურია, ძვლის ასაკი ჩამორჩება პასპორტულს, გულმკერდი დეფორმულია, ჰიპერტელორიზმი; ზედა ტუჩი და მაგარი სასა გაპობილია, სიყრუე. სასქესო ქრომატინი არ არის, კარიოტიპი 46yx.

Read More