უჯრედი – ჩხირები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედი – ჩხირები – (bacillocyti) თვალის ბადურაში სინათლისადმი მგრძნობიარე მხედველობითი უჯრედები (უჯრედი ნეიროსენსორული ჩხირისებრი – epitheliocytus neurosensorum bacillifer), რომელთა პერიფერიულ მორჩს (processus bacillifer) აქვს გრძელი ჩხირის ფორმა. მასში არჩევენ გარეთა და შიგნითა სეგმენტებს, ანუ ნაწევრებს. გარეთა ნახევარში განივად განლაგდება ერთმანეთის პარალელურად მდებარე მრავალრიცხოვანი მემბრანები. გარეთა სეგმენტის ერთ