Tag Archives: ურია

შრომისუნარიანობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრომისუნარიანობა – (ფსიქოლოგია) ინდივიდის პოტენციური უნარი, შეასრულოს მიზანმიმართული მოქმედება ეფექტურობის მოცემულ დონეზე გარკვეული დროის განმავლობაში. შრომისუნარიანობა დამოკიდებულია მოქმედების გარეშე ფაქტორებზე და ინდივიდის ფსიქოფიზიოლოგიურ რესურსებზე. გამოყოფენ მაქსიმალურ, ოპტიმალურ და დაქვეითებულ შრომისუნარიანობას. მოქმედების პროცესში ხდება შრომისუნარიანობის დონის ცვლილება, რომელიც გამოსახება შრომისუნარიანობის მრდით და რომელიც აჩვენებს მოქმედების ეფექტურობის  დამოკიდებულებას მისი

Read More

ტკიპისმიერი ენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტკიპისმიერი ენცეფალიტი – ვირუსული დაავადება. გადამტანები – ტკიპები. დასნებოვნება ხდება ტკიპების კბენის შედეგად. ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 10 – 14 დღეს. დასაწყისი მწვავეა, აღინიშნება მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავის ტკივილი. ყველაზე მეტად ტიპიურია კისრის და მხრის სარტყლის კუნთების ატროფიით მიმდინარე დამბლები, თავის ქალას ნერვების დაზიანებები, მენინგეალური სინდრომის ნიშნები. უფრო

Read More

რეინო – ლერიშის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეინო – ლერიშის სინდრომი – (А. G. М. Raynaud, ფრან. ექიმი; R. Н.М. Leriche, ფრან.  ქირურგი) სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ტიპიურია რეინოს დაავადებისათვის, მაგრამ ვითარდება ზოგიერთი სხვა დაავადების დროს, რომლებიც ხასიათდებიან კიდურების სისხლძარღვების დაზიანებით და (ან) ნევრული სისტემის დაზიანებით, რომლებიც აინერვებენ მათ ნაწილებს, მაგ. სკლეროდერმიის, სისტემური წითელი მგლურას, სირინგომიელიის,

Read More

პერიოდული ოჯახური დამბლა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერიოდული ოჯახური დამბლა – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება კიდურების დუნე დამბლის უეცრად განვითარებული გარდამავალი შეტევებით. ეტიოლოგია, პათოგენეზი. დაავადების მიზეზი ცნობილი არ არის. პათოგენეზს საფუძვლად უდევს სისხლში კალიუმის დონის გარდამავალი დარღვევა. სიმპტომები, მიმდინარეობა. კუნთოვანი სისუსტის პირველი ნიშნები ვლინდება ბავშვობაში ან ახალგაზრდა ასაკში. ხშირად შეტევა იწყება დილით. კუნთების დამბლა

Read More

ნაღვლკენჭოვანი დაავადება

ნაღვლკენჭოვანი დაავადება – (ქირურგ.) ხასიათდება ნაღვლის ბუშტში ან ნაღვლის საერთო სადინარში კენჭების წარმოქმნით. მის განვითარებას ხელს უწყობს ქოლესტერინის და ზოგიერთი მარილის ცვლის დარღვევა, ნაღვლის გამომყოფი გზების ინფექციები, ნაღვლის გამოსვლის დარღვევა ბუშტიდან. კენჭები შეიძლება შედგებოდნენ ქოლესტერინისგან, ბილირუბინისგან, კალციუმის მარილებისგან. სიმპტომები. ყველაზე ტიპიურია ნაღვლის კოლიკა და დისპეფსიური მოვლენები. კოლიკის დროს ვითარდება ტკივილი, ხშირად ძალიან ძლიერი, მარცხენა ნეკნქვეშა

Read More