ჰეპატოტოქსიური

განმარტებითი ლექსიკონი ჰეპატოტოქსიური – ღვიძლის უჯრედების დამაზიანებელი ან დამშლელი. ზოგიერთი სამკურნალო ნივთიერების გამოყენებამ (მაგალითად, პარაცეტამოლის) შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება (განსაკუთრებით თუ ის გამოიყენება დიდ დოზებში ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში).

აუტოპლოიდია

განმარტებითი ლექსიკონი აუტოპლოიდია – ცოცხალი ორგანიზმის უჯრედების ნორმალური მდგომარეობა,რომლის დროსაც ყოველ უჯრედს გააჩნია ჰომოლოგიური წყვილების შემცველი ქრომოსომების კრებული,რომელიც აძლევს უჯრედს ნორმალურად გაყოფის საშუალებას.  

აუტოლიზი

განმარტებითი ლექსიკონი აუტოლიზი – ქსოვილების და უჯრედების დაშლა საკუთარი ფერმენტების ზემოქმედებით.  

აპუდომა

განმარტებითი ლექსიკონი აპუდომა – სიმსივნე,რომლის შემადგენლობაში შედიან აპუდ-უჯრედები;აპუდომის სიმპტომები დაკავშირებულია ამ უჯრედების მიერ ჰორმონების და სხვა პეპტიდების ჭარბ გამომუშავებასთან.

ჰისტოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტოციტები – ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები. გაფრთხილება!