Tag Archives: ფარული

ნაწლავის კრიპტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაწლავის კრიპტა – (crypta intestinalis ბერძნ.crypta – ფარული, მიწისქვეშა) ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის ლულისებრი ჩაღრმავება, ლოკალიზებული ლორწოვანი გარსის საკუთარ ფირფი­ტაში. ეპითელიუმი შედგება ყაითნოვანი, ფიალისებრი, ენდოკრინული, არგიროფილური, აციდოფილურ – მარცვლოვანი ნაწლავის უჯრედებისა და არადიფერენცირებული (მცირედდიფერენცირებული) უყაითნო ეპითელიოციტებისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

მარტინს – ჰანზემანის თანდაყოლილი მიოტონია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარტინს – ჰანზემანის თანდაყოლილი მიოტონია – თანდაყოლილი მიოტონია. ვლინდება ადრე ბავშვობაში. ნებისმიერი უნებლიე მოძრაობისას აღინიშნება კუნთების გახანგრძლივებული შეკუმშვა (მიოტონური რიგიდობა). იგივე მოძრაობის განმეორებისას კუნთების დაჭიმვა თანდათანობით ქრება და მოძრაობა თავისუფალი ხდება. სიმპტომები ძლიერდება დაძაბუნებისას, ფიზიკური გადაძაბვისას, სიცივისა და ემოციების დროს. დაავადება ნელა პროგრესირებს. სინონიმები: ოჟეხოვსკის ფარული მიოტონია,

Read More