Tag Archives: ფერმენტული

დუღილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დუღილი – ინტენსიური ორთქლწარმოქმნა როგორც სითხის თავისუფალი ზედაპირიდან, ისე მთელ მის მოცულობაში წარმოშობილი ორთქლის ბუშტუკების შიგნით აორთქლების გზით მუდმივი გარე წნევის დროს (მაგ., ატმოსფერული წნევა). დუღილი იწყება გარკვეულ ტემპერატურაზე, რომელსაც დუღილის ტემპერატურა ეწოდება. დუღილი შესაძლებელია სითხის ორთქლთან წონასწორობის მთელ ტემპერატურულ ინტერვალში (სამმაგ წერტილსა და კრიზისულ ტემპერატურას შორის).

Read More

ანაპლაზია ბიოქიმიური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანაპლაზია ბიოქიმიური – (anaplasia biochemica) ანაპლაზია, რომელიც ვლინდება უჯრედის ფერმენტული სისტემის ნაწილის დაკარგვით.