Tag Archives: ფილტვის

ჰიპოვენტილაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოვენტილაცია – ფილტვების არასაკმარისი ვენტილაცია, რაც იწვევს სისხლში ნახშირმჟავას შემცველობის მომატებას და ჟანგბადის შემცველობის დაქვეითებას. მიზეზები: სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა თავის ტვინის დაავადებებისას, ზოგიერთი წამლის მიღება (მაგ. ნარკოტიკული ანალგეტიკები), ნერვულ – კუნთოვანი დაავადებები, გულ – სისხლძარღვთა სისტემის, ფილტვის დაავადებები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More

ციროზი

ციროზი – პარენქიმული ორგანოების – ღვიძლის, ფილტვის, თირკმელებისა და სხვ. დაავადება, რომლის დროსაც ორგანო დეფორმირდება და განიცდის სტრუქტურულ ცვლილებებს. არსებობს ინფექციური, ტოქსიკური და სხვა წარმოშობის ციროზი. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჩელაიდიტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩელაიდიტის სინდრომი – ვითარდება ფილტვების რეზექციის შემდეგ; როგორც მარჯვენა ჰემოთორაქსის და მარჯვენა ფილტვის ქვედაწილის მოცულობის შემცირების შედეგი. ვითარდება ბრონქოთორაკალური ფისტულა. რამდენიმე წლის შემდეგ ყალიბდება გართულებები, ნაწლავთა გადაადგილება, ტკივილი მუცელში, ანორექსია, მუცლის ბერვა და სხვ. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქონდრომული ჰამარტომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქონდრომული ჰამარტომა – (hamartoma chondromatosum ეკტოპიური ქონდრომა)  ხრტილოვანი ქსოვილი კვანძის სახით ლოკალიზდება, მაგალითად, ფილტვის პერიფერიულ ნაწილში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფრენსისის (ანუ ფრანსისის) დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრენსისის (ანუ ფრანსისის) დაავადება – ტულარემია, კურდღლის ცხელება, კურდღლის დაავადება, იწვევს ტულარენსის ბაქტერია, ბაქტერიის რეზერვუარია ძუძუმწოვრები (განსაკუთრებით კურდღელი), გადამტანი კი  –  სხვადასხვა ფეხსახსრიანი. ადამიანზე გადატანა ხდება დაზიანებული კანიდან  –  ლორწოვანიდან, კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან და სასუნთქი გზებიდან. კლინიკური ფორმებია: ბუბონური, თვალ – ბუბონური, ანგიოზური, აბდომინური და ფილტვისმიერი.

Read More