Tag Archives: ფირფიტის

კბილის კვირტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კბილის კვირტი – (gemma dentis)  კბილის განვითარების პრო­ცესში ეპითელური გროვები, რომლებიც წარმოიქმნება კბილის ფირ­ფი­ტის შიგნითა ზედაპირზე, დასაბამს აძლევს კბილის ორგანოს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

კანის ექტოდერმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კანის ექტოდერმა – (ectoderma dermatis ბერძნ.ectos  –  გარეთ, გარედან და derma, dermatos  –  კანი)  –  პირველადი ექტოდერმის მასალის ნაწილი, რომელიც განვითარების პროცესში წარმოქმნის კანის ეპითელიუმს. ეს ნაწილი ლოკალიზდება ნერვული ფირფიტის (ნეიროექ­ტოდერმის) რამდენადმე ლატერალურად და ვენტრალურად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More