Tag Archives: ფორმირებაში

შთაგონებადობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შთაგონებადობა – პიროვნების თვისება, რომელიც ვლინდება სხვა პირის, ან პირთა ჯგუფის ფსიქიკური ზემოქმედების მომატებულ მიმღებლობაში; შთაგონებას დიდი მნიშვნელობა აქვს სამკურნალო ნივთიერებების სამკურნალო ეფექტის ფორმირებაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფსიქოგენეტიკა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქოგენეტიკა – (ფსიქოლოგია) (ბერძ. genetikos – წარმოშობა) – გენეტიკის მოსაზღვრე ფსიქოლოგიის დარგი. ფსიქოგენეტიკის საგანს წარმოადგენს ადამიანის ინდივიდუალური ფსიქოლოგიური თავისებურებების წარმოშობა, გენოტიპისა და გარემოს როლის განსაზღვრა მათ ფორმირებაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ორალური ავტომატიზმის რეფლექსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ორალური ავტომატიზმის რეფლექსი – ფილოგენეტიკურად უძველესი პროპრიოცეპტული რეფლექსების ჯგუფი, რომელთა რეფლექტორული რკალის ფორმირებაში მონაწილეობას ღებულობენ სამწვერა, სახისა და ენისქვეშა ნერვები, რომლებიც ანერვიანებენ პერიორალურ კუნთებს. ფიზიოლოგიურად ითვლება ბავშვობის ასაკში – 2 – 3 წლამდე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ეპიდემიოლოგიური პროცესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპიდემიოლოგიური პროცესი – ადამიანის საზოგადოებაში ინფექციური დაავადების გავრცელების პროცესი, რომელიც მდგომარეობს ერთიმეორის შემდგომ განვითარებული ეპიდემიოლოგიური კერების ჯაჭვის ფორმირებაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

გამა – ამინოერბოს მჟავა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გამა – ამინოერბოს მჟავა – (გაემ) ასრულებს მედიატორულ და მეტაბოლურ ფუნქციას ტვინში; წარმოადგენს უნივერსალურ დამამუხრუჭებელ მედიატორს. მონაწილეობს მოტორული აქტივობის რეგულაციაში, ემოციური ქცევის ფორმირებაში, თავის ტვინის უმაღლესი ინტეგრაციული ფუნქციების განხორციელებაში, ჰიპოფიზის წინა წილის ჰორმონების გამოთავისუფლების რეგულაციაში, ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა მედიატორებთან ურთიერთქმედებაში. როგორც თავის ტვინის ქსოვილის პროდუქტი, გამა

Read More