ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სომატური უჯრედების გენეტიკა – – გენეტიკის დარგი, რომლის კვლევის ობიექტია ძუძუმწოვრების (მ. შ. ადამიანის), ამფიბიების, თევზების, მწერების, აგრეთვე უმაღლესი მცენარეების კულტივირებული სომატური უჯრედები (სუ). მის დაფუძნებაში დიდი როლი ითამაშა მიკროორგანიზმთა გენეტიკის მეთოდების დანერგვამ (მაგ. კულტ. პირობებში ცალკეული უჯრედიდან შთამომავლობის მიღება: სელექტიურ არეზე განსხვავებული გენოტიპის უჯრედთა გადარჩევა; უჯრედთა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სმის ცენტრი – 1. თავის ტვინის სტრუქტურების ერთობლიობა, რომლებიც არეგულირებენ წყურვილისა და სმის რეაქციებს. სმის ცენტრის აგზნება და შეკავება განპირობებულია ორგანიზმის შინაგანი გარემოს ფიზ. – ქიმ. მდგომარეობით და სიგნალებით, რომლებიც მოემართებიან ექსტერო – და ინტერორეცეპტორებიდან. სმის ცენტრის ცალკეული სტრუქტურები განლაგებულია ჰიპოთალამუსში, ლიმბურ სისტემაში, თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სითბოპროდუქცია – სითბოს წარმოშობა ცოცხალ ქსოვილებში, მათში მიმდინარე ენერგეტიკულ გარდაქმნათა შედეგად. ეს პროცესი სხვადასხვა ქსოვილში სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს. აქტ. ქსოვილებში (კუნთებსი, ღვიძლში, თირკმლებში) სითბოს უფრო დიდი რაოდენობა გამოიყოფა, ვიდრე ნაკლებად აქტიურ ქსოვილებში (შემაერთებელ ქსოვილში, ძვლებში, ხრტილებში). სითბოპროდუქცია დაკავშირებულია ცილისა და სხვა ორგანულ ნაერთთა ბიოქიმიური სინთეზის პროცესთან, ოსმოსურ
პოლისაქარიდები – ნახშირწყლების კლასის მაღალმოლეკულური ნაერთები, პოლისაქარიდები შედგება ერთმანეთთან გლიკოზიდური ბმით დაკავშირებული მონოსაქარიდებისაგან (გლუკოზა, გალაქტოზა, მანოზა, არაბინოზა, ქსილოზა, გლუკოზამინი, გალაქტოზამინი, რამნოზა, ფუკოზა), ურონის მჟავებისაგან და ა. შ. მათი მოლეკულური მასა რამდენიმე ათასიდან მილიონამდე მერყეობს. პოლისაქარიდები მდგრადია ტუტეების მიმართ; მჟავების მოქმედებით განიცდიან ჰიდროლიზს. ცოცხალ ორგანიზმებში გლიკოგენი და სახამებელი ენერგიის ძირითადი წყაროებია, სტრუქტურული პოლისაქარიდები – ცელულოზა და
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნერვიზმი – იდეა ცხოველებისა და ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების რეგულაციაში ნერვული სისტემის (ნს) უპირატესი მნიშვნელობის შესახებ. ნერვიზმის ცნება ფიზიოლოგიაში ი. პავლოვმა შემოიტანა (1883). ნერვიზმის იდეამ უდიდესი გავლენა მოახდინა სსრკ – ში ფიზიოლოგიის განვითარებაზე. იგი აისახა და შემდგომი განვითარება პოვა პავლოვის მოწაფეებისა და მისი მიმდევრების შრომებსა და