Tag Archives: ქირურგიულია

ოსტეოიდ – ოსტეომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეოიდ – ოსტეომა – 1. (ბერძ. Osteon ძვალი +eidos სახე; სინ.: ოსტეოიდური ოსტეომა) ოსტეოგენური ბუნების კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ხასიათდება ოსტეოიდის წარმოქმნით მის ცენტრალურ ნაწილებში და ოსტეოსკლეროზის ზონის არსებობით მიმდებარე ძვლოვან ქსოვილში. ხშირია მამაკაცებში, 5 – დან 25 წლის ასაკამდე. სიმსივნე ჩვეულებრივ ლოკალიზდება გრძელ ლულისებრ ძვლებში, უპირატესად ბარძაყის

Read More

ოსტეოგენური სარკომა (ოსტეოსარკომა)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეოგენური სარკომა (ოსტეოსარკომა) – ძვლის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც უფრო ხშირად ვითარდება ბავშვებსა და მოზარდებში. ტიპიური ლოკალიზაციაა ქვედა კიდურების გრძელი ძვლები მუხლის სახსრის მიდამოში. ვლინდება ტკივილებით, რომელიც არ უკავშირდება კიდურის მოძრაობას და სწრაფად მზარდი წარმონაქმნით. სიმსივნე სწრაფად მეტასტაზირდება, ძირითადად – ფილტვებში. დიაგნოზი ემყარება რენტგენოლოგიურ მონაცემებსა და ბიოფსიის შედეგებს.

Read More