Tag Archives: ღრუ

პლეშის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლეშის სინდრომი – ფუნქციური სინჯი ღვიძლზე ზეწოლით. ღვიძლზე ხელის დაჭერით იქიდან იდევნება სისხლი ღრუ ვენაში. ავადმყოფს პირი გაღებული აქვს, ერთდროულად ივსება და იბერება საუღლე ვენა, ჯანმრთელებში ეს უკანასკნელი სუსტადაა გამოხატული და პულსის რამდენიმე დარტყმისშემდეგ ქრება. გულის მარჯვენამხრივი უკმარისობის დროს ვენების დაბერვა მკაფიოდაა გამოხატული და დიდხანს რჩება. [“3”]

Read More

პიკის ფსევდოციროზი (ღვიძლის)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიკის ფსევდოციროზი (ღვიძლის) – (F. Pick, ჩეხი ექიმი; სინ.: პიკის სინდრომი) კლინიკურ – მორფოლოგიური სინდრომი, რომელიც ხასიათდება პორტული ჰიპერტენზიით, ღვიძლის ვენების გაფართოებით, ასციტით, ღვიძლის ზომიერად გამოხატული ფიბროზით; აღინიშნება კონსტრიქციული პერიკარდიტის დროს, ქვედა ღრუ ვენებზე ზეწოლით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა

Read More