Tag Archives: შემადგენლობის

კლიბლერ – ნაიარის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კლიბლერ – ნაიარის სინდრომი – არაჰემოლიზური თანდაყოლილი პირველი ტიპის სიყვითლე, არაჰემოლიზური ჰიპერბილირუბინემია ბირთვული სიყვითლით – მემკვიდრეობითი დაავადება, განპირობებული ფერმენტ გლუკორონზილტრანსფერაზის უკმარისობით. გამოვლინდება ცხოვრების პირველ დღეებში. ნიშნებია – სისხლში არაპირდაპირი ჰემოგლობინის შემადგენლობის მკაფიო მომატება, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების სიმპტომები, კბილის ემალის განუვითარებლობა, მემკვიდრეობის ტიპი ავტოსომურ – დომინანტური. [“3”]

Read More

კარიოგრამა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კარიოგრამა – (caryogramma ბერძნ.caryon  –  ბირთვი და gramma  –  ჩანაწერი) უჯრედის ბირთვის ქრომოსომული შემადგენლობის გრა­ფიკული გამოსახულება. იხ.სინ.იდიოგრამა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა