Tag Archives: შემაერთებელი ქსოვილი

ადჰეზია

განმარტებითი ლექსიკონი ადჰეზია – 1.ორი სხვადასხვა ზედაპირის დაკავშირება (მაგალითად,სახსრების მოძრავი ზედაპირების ან შემართებელი ქსოვილის საშუალებით,რომელიც წარმოიქმნება ანთებით ან ტრამვირებულ უბანში).2.ჭრილობის შეხორცების პროცესი,რომლის დროსაც ჭრილობის კიდეები მჭიდროდ ეკვრიან ერთმანეთს.

შარპის სინდრომი

შარპის სინდრომი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

შარპის სინდრომი ხასიათდება სისტემური სკლეროდერმიის, პოლიმიოზიტისა და სისტემური წითელი მგლურას ცალკეული ნიშნების შერწყმით.

შარპის სინდრომი – ეტიოლოგია ცნობილი არ არის, ხოლო პათოგენეზის თავისებურებაა იმუნიტეტის თავისებური დარღვევა, რომელიც ვლინდება ანტისხეულების, იმუნური კომპლექსების ცირკულაციითა და Т-ლიმფოციტების იმუნორეგულატორული ფუნქციის ცვლილებებით. პათოგენეზის თავისებურებაა აგრეთვე მსხვილი სისხლძარღვების ინტიმაში პროლიფერაციული პროცესების განვითარება, რაც ვლინდება რეინოს სინდრომის ნიშებითა და ფილტვისმიერი ჰიპერტენზიით. ავადდებიან უპირატესად ქალები.

Read More

სისტემური სკლეროდერმია

სისტემური სკლეროდერმია სისტემური სკლეროდერმია (scleroderma systematica) – შემაერთებელი ქსოვილისა და წვრილი სისხლძარღვების ქრონიკული სისტემური დაავადება, რომელიც მიმდინარეობს კანისა და შინაგანი ორგანოების სტრომის გავრცელებული ფიბროზულ-სკლეროზული ცვლილებებითა და რეინოს სისტემური სინდრომის ფორმის მქონე მაობლიტირებელი ენდარტერიიტის სიმპტომატიკით.  სისტემური სკლეროდერმია – ეტიოლოგია ცნობილი არ არის. პროვოცირდება გაცივებით, ტრავმით, ინფექციებით, ვაქცინაციით და სხვ. სისტემური სკლეროდერმია – პათოგენეზში წამყვანი მნიშვნელობა აქვს

Read More

სისტემური წითელი მგლურა

სისტემური წითელი მგლურა სისტემური წითელი მგლურა (lupus erythematosus) – შემაერთებელი ქსოვილისა და სისხლძარღვების ქრონიკული პოლისისტემური დაავადება. სისტემური წითელი მგლურა –ეტიოლოგია. ივარაუდება ვირუსული ინფექციის როლი იმუნიტეტის გენეტიკურად დეტერმინირებული დარღვევების ფონზე. სისტემური წითელი მგლურა –პათოგენეზი. ცირკულირებადი ავტოანტისხეულების წარმოქმნა, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი დიაგნოსტიკური და პათოგენეტიკური მნიშვნელობა გააჩნია ანტიბირთვულ ანტისხეულებს; ცირკულირებადი იმუნური კომპლექსები ლაგდებიან სხვადასხვა ორგანოების ბაზალურ მემბრანებზე, იწვევენ მათ

Read More