Tag Archives: შემდეგში

სასქესო ასოს კიბო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სასქესო ასოს კიბო – შედარებით იშვიათი დაავადებაა. შესაძლოა განვითარდეს სიმსივნის წინა დაავადებების ფონზე (ლეიკოპლაკია, კეირის ერითროპლაზია და სხვ.). თითქმის ყოველთვის ვითარდება  ბრტყელუჯრედოვანი კიბო, დიფერენცირების მაღალი ხარისხით. ჩვეულებრივ ზიანდება სასქესო ასოს სხეული; ურეთრა პროცესში იშვიათად ერთვება. მეტასტაზები წარმოიქმნება ორივე მხარეზე საზარდულის, მენჯის, პერიტონეუმის გარე ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში. სიმსივნე

Read More

პოლიმიალგია რევმატიული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლიმიალგია რევმატიული – (ბერძ. Poly მრავალი + მიალგია) ხანშიშესულ პირთა დაავადება, რომელიც ხასიათდება მხრისა და მენჯის სარტყლის კუნთების ტკივილებითა და შებოჭილობით. დაავადება იწყება უეცრად, ძლიერი ტკივილებით მხრის სარტყლის, კისრის, ზურგის კუნთებში; შემდეგში პათოლოგიურ პროცესში ერთვება მენჯის სარტყლის კუნთები. ამავდროულად ავადმყოფებს აღენიშნებათ შებოჭილობა, განსაკუთრებით დილაობით; ხშირად მატულობს ტემპერატურა,

Read More