Tag Archives: შემცვლელების

ტრავმული შოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრავმული შოკი – ორგანიზმის ზოგადი მძიმე რეაქცია ქსოვილთა მასიური ტრავმისა და სისხლდაკარგვის გამო. ეტიოლოგია: მძიმე დახურული და ღია მოტეხილობები, შინაგანი ორგანოების ტრავმები, ფართო ჭრილობები. შოკის განვითარების მთავარი ფაქტორია  ნერვული სისტემის ელემენტების ტრავმა, სისხლდაკარგვა და ინტოქსიკაცია, რომლებიც იწვევენ ჰემოდინამიკის დარღვევებს, ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირებას, და პერიფერიული ქსოვილთა ჰიპოქსიას.

Read More

სასაქონლო ბაზრების კონიუნქტურა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სასაქონლო ბაზრების კონიუნქტურა – სხვადასხვა ფაქტორების (ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, ბუნებრივი) ურთიერთქმედებით განპირობებული ცალკეული მსოფლიო სასაქონლო ბაზრების მდგომარეობა, რომელიც ვლინდება საბაზრო ფასების დონეში,მოთხოვნისა და მიწოდების არსებულ და პროგნოზირებულ თანაფარდობაში, კონკურენციის პირობებში. კონიუნქტურული ანალიზის საგანია: მოცემული საქონელის და მისი შემცვლელების წარმოებისა და მოხმარების დინამიკა და სტრუქტურა, მოცულობა, მარაგის დონე,

Read More

პუნქცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პუნქცია – (ლათ. punctio – ჩხვლეტა) დიაგნოსტიკური ან სამკურნალო მანიპულაცია: ქსოვილების, პათოლოგიური წარმონაქმნების, სისხლძარღვის კედლის, ორგანოს ან სხეულის ღრუს ჩხვლეტა ღრუ ნემსით ან ტროაკარით. დიაგნოსტიკური პუნქცია საშუალებას იძლევა მივიღოთ მასალა (ქსოვილი, სითხე) პათოლოგიური წარმონაქმნიდან, სისხლძარღვიდან, ორგანოდან ლაბორატორიული გამოკვლევისათვის დიაგნოზის დაზუსტების მიზნით. სამკურნალო მიზნებისათვის პუნქცია გამოიყენება მაგ. სამკურნალო

Read More

გადასხმა

გადასხმა – (ინფუზია ლათ. infusio) ორგანიზმში სხვადასხვა ხსნარების, სისხლის, სისხლის შემცვლელების პარენტერული (კანქვეშ, ვენაში, არტერიაში, ძვალში, მუცელში, პლევრაში) შეყვანა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი …