Tag Archives: შეუღლება

ფერტილიზინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფერტილიზინი – (fertilysinum ლათ. fertilis  –  ნაყოფიერი, ბერძნ. lysis  –  გახსნა)   მუკოპოლისაქარიდების ტიპის სპეციფიკური ნივთიერებანი, რომლებიც გამომუშავდებიან კვერცხუჯრედში და აქვთ უნარი, გაააქტიურონ სპერმატოზოიდების მოძრაობა. ფერტი­ლიზინს მიაკუთვნებენ გამონების ჯგუფს და უწოდებენ აგრეთვე გინოგამონს. ტერმინი „ფერტილიზინი“ შემოიღო ლილიმ (1919). გა­მონები (ბერძნ. gamos  –  შეუღლება)  –  კვერცხუჯრედისა და სპერ­მატოზოიდების მიერ

Read More

პლურიგლანდულარული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლურიგლანდულარული სინდრომი – მშრალი დანაოჭებული კანის შეუღლება კბილების ნაადრევ დაცვენასთან, სქესობრივი ფუნქციის დაქვეითებასთან, ფსიქიკურ და ფიზიკურ ასთენიასთან, აღინიშნება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ატროფიის დროს. სინონიმები: ფალტის სინდრომი, გუჟერო – ფალტის სინდრომი, გუჟეროს სინდრომი. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პეიტც – ჰეტჩინსონ – ვებერ – ეიგერს – ტურენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პეიტც – ჰეტჩინსონ – ვებერ – ეიგერს – ტურენის სინდრომი – კუჭნაწლავის პოლიპოზის შეუღლება კანისა და ლორწოვანების ლაქოვან ჰიპერპიგმენტაციასთან. ატარებს ოჯახურ ხასიათს. პიგმენტური ლაქები მზის დასხივებისაგან არ არის წარმოქმნილი. ლოკალიზდება ტუჩებზე, ლოყების ლორწოვანზე, ყურისა და ცხვირის ირგვლივ, კონიუნქტივაზე, თვალის ფსკერზე, ბადურაზე. შესაძლებელია მათი აღმოჩენა ახალშობილებშიც. ნაწლავთა პოლიპოზი

Read More

მეა – სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეა – სინდრომი – თანდაყოლილი ენდოკრინული ადენომატოზის და წვრილი ნაწლავის პეპტიკური წყლულების შეუღლება. ხასიათდება ერთდროულად: 1. ჰიპოფიზის წინა ნაწილის კეთილთვისებიანი სიმსივნით (რომელიც შეიძლება განვითარდეს მისი ნებისმიერი უჯრედისაგან), 2. პარათიროიდული ჯირკვლების კვანძოვანი ჰიპერპლაზიით (რომელშიც უპირატესად ჩართულია მთავარი უჯრედები), 3. კუჭუკანა ჯირკვლის კუნძულების მრავლობითი კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნეები; 4.

Read More

დე მორსიეს სინდრომი

დე მორსიეს სინდრომი – ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმის შეუღლება ანოსმიასთან. ნიშნები: სასქესო ორგანოთა განუვითარებლობა, კრიპტორქიზმი (ცალმხრივი ან ორმხრივი), საერთო მცირე თმიანობა – სახეზე კი ის სულ არ არის. ავადმყოფს არა აქვს ყნოსვა, პოლუცია, ერექცია იშვიათია, სათესლე ჯირკვალი ჰიპოპლაზიურია, ძვლის ასაკი ჩამორჩება პასპორტულს, გულმკერდი დეფორმირებულია. ჰიპერტელორიზმი, ზედა ტუჩი და მაგარი სასა გაპობილია, სიყრუე. სასქესო ქრომატინი არ არის, კარიოტიპი

Read More