Tag Archives: ჩადის

იუქსტამედულური გრძელი ნეფრონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი იუქსტამედულური გრძელი ნეფრონი – (nephronum longum / juxtamedullare / ლათ.juxta– ახლო, აქვე) იუქსტამედულური ნეფრონი ლოკალიზდება ქერქოვან და ტვინოვან ნივთიერებათა საზღვარზე, რომელთა მარყუჟი ღრმად ჩადის ტვინოვან ნივთიერებაში. გრძელ ნეფრონთა ძირითადი ფუნქციაა შუნტებიდან სისხლის შეგროვება აწეული ცირკულაციის პირობებში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

ეპითელიოქორიული პლაცენტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპითელიოქორიული პლაცენტა – (placenta epitheliochorialis) იგი ნახევარპლაცენტაა. ქორიონი ეხება საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დაუზიანებელ ეპითელიუმს, ქორიონის ხაოები ჩადის საშვილოსნოს კრიპტებში. საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ყველა შრე (ეპითელიუმი, სტრომა, სისხლძარღვები ენდოთელიუმი) გამოყოფს ქორიონს დედის სისხლიდან. იგი აქვს ზოგიერთ ჩლიქოსანს, მაგალითად, ღორს, აქლემს, ბეჰემოტს, ცხენს (სინ.ემბრიოტროფული პლაცენტა). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე.

Read More