Tag Archives: ჩეხი

ტრუნეჩეკის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრუნეჩეკის სიმპტომი – (К.  Trunecek,  ჩეხი ექიმი)   ლავიწქვეშა არტერიის პულსაციის გაძლიერება მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთის მიმაგრების ადგილზე; აღინიშნება აორტის ათეროსკლეროზის, ლავიწქვეშა არტერიის ანევრიზმის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პურკინიეს უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პურკინიეს უჯრედები – (neurocyti piriformes) მსხვილი მსხლისებრი ფორმის ნერვული უჯრედები ნათხემის ქერქის განგლიურ შრეში. მათ აქვთ ერთი ნეირიტი და ორი ძლიერ დატოტვილი დენდრიტი, რომლებიც მდებარეობენ ხვეულის სიგრძის პერპენდიკულარულ სიბრტყეში. ასე ეწოდათ ჩეხი ჰისტოლოგის ი.ე.პურკინიეს გვარის მიხედვით, რომელმაც პირველმა აღწერა უჯრედების ეს სახე. სინ. უჯრედები განგლიური. (ც. გაჩეჩილაძე,

Read More

პიკის ფსევდოციროზი (ღვიძლის)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიკის ფსევდოციროზი (ღვიძლის) – (F. Pick, ჩეხი ექიმი; სინ.: პიკის სინდრომი) კლინიკურ – მორფოლოგიური სინდრომი, რომელიც ხასიათდება პორტული ჰიპერტენზიით, ღვიძლის ვენების გაფართოებით, ასციტით, ღვიძლის ზომიერად გამოხატული ფიბროზით; აღინიშნება კონსტრიქციული პერიკარდიტის დროს, ქვედა ღრუ ვენებზე ზეწოლით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა

Read More

პიკის ავტოტოპაგნოზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიკის ავტოტოპაგნოზია – (A. Pick, ჩეხი ფსიქიატრი და ნევროპათოლოგი) საკუთარი სხეულის ნაწილების დასახელების ან ჩვენების და მათი ურთიერთმდებარეობის განსაზღვრის უნარის მოშლა, რასაც თან ახლავს აფაზია, აგნოზია და დემენცია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

პიკ – ვერნიკეს თხემ – საფეთქლის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიკ – ვერნიკეს თხემ – საფეთქლის სინდრომი – (A. Pick; ჩეხი ფსიქიატრი და ნევროპათოლოგი; К. Wernicke, გერმ. ნევროპათოლოგი) სენსორული აფაზიისა და აგრაფიის შერწყმა ქვედა კიდურების ცენტრალურ პარეზთან და მგრძნობელობის დარღვევებთან სხეულის იმავე ნახევარზე; აღინიშნება დომინანტური დიდი ტვინის ჰემისფეროს თხემ – საფეთქლის მიდამოს დაზიანების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More