Tag Archives: ჩვილ

ურბახ – ვიტეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ურბახ – ვიტეს დაავადება – (E. Urbach, ამერიკ. დერმატოლოგი; C. Wiethe, ავსტრ. ოტოლარინგოლოგი; სინ.: კანისა და ლორწოვანი გარსების ჰიალინოზი, ლიპოპროტეინოზი) კანისა და ლორწოვანი გარსების დაავადება, რომელიც წარმოიქმნება ლიპიდური და ცილოვანი ცვლის მოშლის შედეგად. დაავადება ვლინდება ჩვილ ასაკში კანის, ასევე პირის ღრუსა და ხორხის ლორწოვანი გარსის უმნიშვნელო ცვლილებებით.

Read More

რძიანა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რძიანა – პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კანდიდამიკოზის ერთ – ერთი ფორმა. ვითარდება ჩვილ ბავშვებში, დასუსტებულ ავადმყოფებში, იმუნოდეფიციტური მდგომარეობების დროს, ასევე  ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ. ვლინდება პირის ღრუს ლორწოვანის სიმშრალით, შეწითლებით, თეთრი ნადებების წარმოქმნით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა