Tag Archives: წყლისა

ჰიპოთალამუსი

ჰიპოთალამუსი – 1. შუა ტვინის ნაწილი, რომელშიც მოთავსებულია ვეგეტატიური ნერვული სისტემის ცენტრები; მჭიდროდაა დაკავშირებული ჰიპოფიზთან. ჰიპოთალამუსი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, გულ – სისხლძარღვთა სისტემის, საჭმლის მომნელებელი, გამომყოფი სისტემების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებას, აგერთვე ძილის, სიფხიზლის, ემოციების მექანიზმებს. 2.  შუამდებარე ტვინის ნაწილი; წარმოადგენს ნერვული უჯრედების გროვას მრავალრიცხოვანი აფერენტული და ეფერენტული კავშირებით. მონაწილეობს წყლისა და მარილების ცვლაში, აგრეთვე

Read More

წყალ – მარილოვანი ცვლა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი … წყალ – მარილოვანი ცვლა – ორგანიზმში წყლისა და მარილების (ელექტროლიტების) შესვლის, მათი შინაგან გარემოში განაწილებისა და გამოყოფის პროცესების ერთობლიობა. წყალ – მარილოვანი რეგულაციის სისტემები უზრუნველყოფენ გახსნილი ნაწილაკების, იონური შემადგენლობისა და მჟავა – ტუტოვანი წონასწორობის მუდმივობას, ასევე ორგანიზმის სითხეების მოცულობასა და თვისებრივ შემადგენლობას. გაფრთხილება!  

წყალ – მარილოვანი ბალანსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .. წყალ – მარილოვანი ბალანსი – ორგანიზმში შესული და მისგან გამოყოფილი წყლისა და მარილების რაოდენობებს შორის შეფარდება. გაფრთხილება!  

ღვიძლის პეპელა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღვიძლის პეპელა – (Fasciola hepatica) პარაზიტული ჭია დიგენეზური მწოველების კლასისა. აქვთ ფოთლის მსგავსი სხეული, რომლის სიგრძეა 2 – 5 სმ. აქვს 2 მისაწოვარი (პირისა და მუცლის). ბინადრობს უმთავრესად ბალახის მჭამელი ძუძუმწოვრების, იშვიათად – ადამიანის ღვიძლში, ნაღვლის სადინარებში, ნაღვლის ბუშტში. ღვიძლის პეპელას კვერცხები ვითარდება წყალში, მატლები და მათი

Read More

ტოქსიკური სინდრომი (ბავშვებში)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტოქსიკური სინდრომი (ბავშვებში) – (ბერძ. Toxikos შხამიანი)  პათოლოგიური მდოგმარეობა ადრეული ასაკის ბავშვებში, რომელიც ვითარდება ინფექციური აგენტის ზემოქმედების პასუხად; ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით, პერიფერიული მიკროცირკულაციისა და ნივთიერებათა ცვლის  დარღვევით, ასევე ორგანიზმის მრავალი სისტემისა და ორგანოს ფუნქციის მოშლით. კლინიკური სურათი დამოკიდებულია ტოქსიკური სინდრომის ფორმაზე; ნეიროტოქსიკოზისათვის დამახასიათებელია უეცარი დასაწყისი,

Read More