Tag Archives: ჭრილობების

ჰიპოფიბრინოგენემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოფიბრინოგენემია – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლის შრატში ფიბრინოგენის შემცველობის შემცირებით (2 გ/ლ ნაკლები). ვლინდება გაზრდილი სისხლდენებით, ჭრილობების ძნელად შეხორცებით. მკურნალობა: მცირე სისხლდენებისას ეპსილონ – ამინოკაპრონისმჟავას შეყვანა, მნიშვნელოვანი სისხლდენებისას – იყენებენ ფიბრინოგენს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცხვირის და მისი დანამატი ღრუების (წიაღების) დაზიანებები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხვირის და მისი დანამატი ღრუების (წიაღების) დაზიანებები – გვხვდება რბილი ქსოვილების, ცხვირის ძვლებისა (ცდომით ან მის გარეშე) და ცხვირის ძგიდის დაზიანებები. ცხვირის დაზიანება, დანამატ ღრუებთან, ერთად უპირატესად აღინიშნება ჭრილობების, განსაკუთრებით ცეცხლნასროლი ჭრილობების დროს. სიმპტომები. ცხვირიდან სისხლდენა, ცხვირის დეფორმაცია (ნატეხების ცდომის დროს), ცხვირიდან სუნთქვის დარღვევა. პალპაციით – მტკივნეულობა,

Read More

ჩირქოვანი ტენდოვაგინიტი

ჩირქოვანი ტენდოვაგინიტი – (ქირურგ.) (იხ. ,,მყესოვანი პანარიციუმი’’). ტენდოვაგინიტის გამომწვევი ინფექცია მყესოვან ბუდეში შეიძლება მოხვდეს უშუალოდ ნაჩხვლეტი, ნაკვეთი და ცეცხნასროლი ჭრილობების დროს ან გარშემო განლაგებული ანთებითი კერებიდან ლიმფური გზებით. სიმპტომები, მიმდინარეობა ისეთივეა, როგორც მყესოვანი პანარიციუმის დროს. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ტემპერატურა მატულობს 38  –  39 გრადუსამდე. ხშირად აღინიშნება გართულებები თითებსშორის ძგიდის აბსცესისა და მტევნის ზურგის

Read More

შარდის შეკავება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარდის შეკავება – პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც თირკმლების ნორმალური ფუნქციონირების ფონზე არ ხდება შარდის გარეთ გამოყოფა, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს შარდსაწვეთების ან შარდსადენის დახშობა, აგრეთვე ნერვული სისტემის ზოგიერთი დაავადებები (შარდის ბუშტის კედლის კუნთოვანი ელემენტების დამბლა). შარდის გამოდინებისთვის წინააღმდეგობას ქმნიან: შარდსაწვეთის კენჭები, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა ან სიმსივნე, ურეთრის შევიწროება

Read More

ფუფხი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფუფხი – შედედებული სისხლის, ლიმფის ან ნეკროზული ქსოვილის გამაგრებული შრე, რომელიც წარმოიქმნება მცირე ზომის ჭრილობების, ნაკაწრების ნაჭდევების ზედაპირზე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა