Tag Archives: ხსნარების

წყალბადის მაჩვენებელი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წყალბადის მაჩვენებელი – pH წყალბადის იონების კონცენტრაციის მაჩვენებელი ხსნარებში. წყალხსნარებს შესაძლოა ჰქონდეთ pH 1 – დან 14 – მდე; ნეიტრალურ ხსნარების pH=7, მჟავე ხსნარებში pH < 7 ხოლო ტუტე ხსნარებში pH > 7. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფონოფორეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფონოფორეზი – მკურნალობის მეთოდი, რომელიც მდგომარეობს ავადმყოფის სხეულის გარკვეულ უბნებზე ულტრაბგერის ზემოქმედებით და მის ზედაპირზე ხსნარების, ემულსიების, ან მაზების დადებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სოლვატაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სოლვატაცია – (ლათ. Solvare გახსნა)მოვლენა, რომელიც საფუძვლად უდევს გახსნის პროცესს და მდგომარეობს გახსნილი ნივთიერების ნაწილაკებსა და გამხსნელის მოლეკულებს შორის, ასევე კოლოიდურ ნაწილაკებსა და სუსპენზიის ან ემულსიის ნაწილაკებს და დისპერსული გარემოს მოლეკულებს შორის ელექტროსტატიკურ ურთიერთქმედებაში. სოლვატაცია წარმოადგენს ნივთიერებების გახსნის და  ხსნარების, სუსპენზიებისა და ემულსიების, მათ შორის ბიოპოლიმერების ან

Read More

საპონინები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საპონინები – მცენარეული გლიკოზიდები, რომლებიც იხსნებიან წყალში კოლოიდური ხსნარების წარმოქმნით, ამცირებენ წყლის ზედაპირული დაჭიმულობის ძალას და მსგავსად საპნისა, წარმოქმნიან ქაფს; მედიცინაში იყენებენ როგორც სამკურნალო საშუალებას; სტეროიდული საპონინები გამოიყენება სტეროიდული ჰორმონების მისაღებად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პოტენის აპარატი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოტენის აპარატი – (P. C. E. Potain, ფრანგი ექიმი) პლევროასპირატორი, რომელიც განკუთვნილია დიდი რაოდენობით სითხის ამოსაქაჩად პლევრის და სხვა ღრუებიდან. შესაძლებელია გამოყენებული იქნას საინექციო ხსნარების შესაყვანად ვენაში, სხეულის ღრუში ან კანქვეშ; გამოიყენება შეზღუდულად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა