Tag Archives: ჰიპერტონული

ცერებრული კრიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრული კრიზი – ტერმინი, რომელიც გამოიყენება თავის ტვინის პაროქსიზმული დაზიანებების აღსანიშნავად. განსხვავებით ჰიპერტონული კრიზისაგან, იგი ხასიათდება არტერიული წნევის ნაკლებად მკვეთრი მომატებით და მეტად გამოხატული ზოგადტვინოვანი გამოვლინებებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქრონიკული ნეფრიტი

ქრონიკული ნეფრიტი – დაავადება თირკმლების პარენქიმის ორმხრივი დაზიანებითა და მათი ფუნქციების თანდათანობითი შემცირებით. დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად, ზოგჯერ გამწვავებებით, ხშირად ხასიათდება ხანგრძლივი, მრავალწლიანი მიმდინარეობით. დაავადების განვითარებაში მნიშვნელობა ენიჭება ჰუმორული და უჯრედული იმუნიტეტის დარღვევებს; განასხვავებენ ქრონიკული ნეფრიტის რამდენიმე ვარიანტს. ჰიპერტონული ტიპის ნეფრიტი ხასიათდება არტერიული წნევის მომატებით და შარდში ცვლილებებით (პროტეინურია, ცილინდრურია), რომლებიც შესაძლებელია უმნიშვნელოდ იყოს გამოხატული. ჩივილები

Read More

ფსიქოსომატიკა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქოსომატიკა – (ფსიქოლოგია)  (ფსიქოსომატური დაავადებები)სამედიცინო ფსიქოლოგიის მიმართულება, რომელიც შეისწავლის ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენას რიგი სომატური დაავადებების წარმოშობაში (ბრონქული ასთმა, ჰიპერტონული დაავადება, 12 – გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, ნეიროდერმიტი, არასპეციფიური ქრონიკული პოლიართრიტი). ფსიქოლოგიური ფაქტორები გარკვეულ როლს თამაშობენ სხვა დაავადებების განვითარებაშიც: შაკიკი, ენდოკრინული დარღვევები, ავთვისებიანი წარმონაქმნები და სხვ.

Read More

ტობიანის ჰიპოთეზა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტობიანის ჰიპოთეზა – (L. Tobian, ამერ. ექიმი) ჰიპოთეზა, რომელიც ჰიპერტონული დაავადების დროს არტერიული წნევის მყარ მომატებას ხსნის თირკმელების ანტიჰიპერტენზული სტრუქტურების ფუნქციის გამოფიტვით, რაც გამოწვეულია სუფრის მარილის ჭარბი გამოყენებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სისხლძარღვოვანი კრიზები (ანგიოდისტონიური კრიზები)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლძარღვოვანი კრიზები (ანგიოდისტონიური კრიზები) – სისტემური ჰემოდინამიკის ან ადგილობრივი სისხლის მიმოქცევის მწვავე გარდამავლი დარღვევები, განპირობებული სისხლძარღვთა ტონუსის მოშლით, ანუ არტერიების ჰიპერტონიით ან ჰიპოტონიით, ვენების ჰიპოტონიით, ქსოვილოვანი არტერიოვენური ანასტომოზების დისფუნქციით. აღინიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის, ენდოკრინული სისტემის, ჰიპერტონული დაავადების და სხვა დაავადებების ფუნქციური და ორგანული პათოლოგიების დროს, რომლებიც ხასიათდებიან

Read More