Tag Archives: დაკარგვასთან

სამწვერა ნერვის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სამწვერა ნერვის სინდრომი – (syndromum  nervi  trigemini) სახის არეში ტკივილების შერწყმა ზედაპირული მგრძნობელობის მოშლასთან იმავე მიდამოში, საღეჭი კუნთების დამბლასთან, რქოვანასა და კონიუნქტივის რეფლექსების დაკარგვასთან; აღინიშნება სამწვერა ნერვის დაზიანების მხარეზე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პიკნოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიკნოზი – (pycnosis ბერძნ.pycnosis – გამკვრივება) უჯრედის დეგენერაციის ერთ – ერთი ფორმა. ამ დროს აღინიშნება უჯრედის ბირთვის ზომის შემცირება, მისი გამკვრივება, შეჭმუხნა და ქრომატინის ჰომოგენური მასის ინტენსიური შეღებვა (ჰიპერქრომატოზი) ქრომატინის შემდგომი დაშლით წვრილ ბელტებად, რომლებიც გაიწოვებიან. ამ პროცესს საფუძვლად უდევს ბირთვის ნივთიერების კოლოიდების გამკვრივება წყლის დაკარგვასთან დაკავშირებით.

Read More