Tag Archives: სპეციალიზაციის

უჯრედების დედიფერენცირება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედების დედიფერენცირება – (dedifferentiatio cellularum ლათ.de – უკან მოძრაობა და იხ.დიფერენცირება) უჯრედების სტრუქ­ტურის გამარტივება, რომელიც დაკავშირებულია მათი სპეციალიზა­ციის თვისებების დროებით დაკარგვასთან. ასეთი მდგომარეობა იქმნება უჯრედზე ძლიერი გამღიზიანებლების მოქმედებით, რაც აღინიშნება მე­ქანიკური, თერმული, ქიმიური ან სხვა სხივური დაზიანების, უჯრედების in vitro კულტივირების, მათი სიმსივნური გარდაქმნის დროს და ა.შ.

Read More

ანაპლაზია უჯრედის

ანაპლაზია უჯრედის – (anaplasia cellulae ბერძნ.ana – უკუ და plasis – წარმოქმნა) უჯრედის თვისებების შეცვლა, რაც დაკა­ვშირებულია დიფერენცირების დონის შემცირებასა და მისი სპეცია­ლიზაციის ნიშან – თვისებათა დაკარგვასთან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი