უჯრედების დედიფერენცირება
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედების დედიფერენცირება – (dedifferentiatio cellularum ლათ.de – უკან მოძრაობა და იხ.დიფერენცირება) უჯრედების სტრუქტურის გამარტივება, რომელიც დაკავშირებულია მათი სპეციალიზაციის თვისებების დროებით დაკარგვასთან. ასეთი მდგომარეობა იქმნება უჯრედზე ძლიერი გამღიზიანებლების მოქმედებით, რაც აღინიშნება მექანიკური, თერმული, ქიმიური ან სხვა სხივური დაზიანების, უჯრედების in vitro კულტივირების, მათი სიმსივნური გარდაქმნის დროს და ა.შ.