Tag Archives: ხელსაყრელ

უჯრედების დედიფერენცირება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედების დედიფერენცირება – (dedifferentiatio cellularum ლათ.de – უკან მოძრაობა და იხ.დიფერენცირება) უჯრედების სტრუქ­ტურის გამარტივება, რომელიც დაკავშირებულია მათი სპეციალიზა­ციის თვისებების დროებით დაკარგვასთან. ასეთი მდგომარეობა იქმნება უჯრედზე ძლიერი გამღიზიანებლების მოქმედებით, რაც აღინიშნება მე­ქანიკური, თერმული, ქიმიური ან სხვა სხივური დაზიანების, უჯრედების in vitro კულტივირების, მათი სიმსივნური გარდაქმნის დროს და ა.შ.

Read More

ტენოდეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტენოდეზი – (tenodesis; ბერძ. Tenon მყესი, ძარღვი + dosis დაკავშირება)სახსრის ფუნქციონალურად ხელსაყრელ მდგომარეობაში სტაბილიზაციის ოპერაცია, რომელიც ხორციელდება სახსრების მოძრაობის შეზღუდვის გზით; ოპერაციის დროს მყესებს აფიქსირებენ ძვლებთან, რომლებიც წარმოქმნიან სახსარს; აგვარად, ისინი ასრულებენ სახსრის დამატებითი იოგების ფუნქციას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა